დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთობის მრავალჟამიერი
2010/06/28 12:41:39

24 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოლკლორულ ანსამბლ „ადილას“ ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. კლიპი, რომელზეც ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, ანსამბლის წევრებმა საკუთარი სახსრებით გადაიღეს.

„ეს კლიპი, „ერთობის მრავალჟამიერი“, რომელიც ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს, სულ რამდენჯერმე იყო ნაჩვენები. დღეს ჩვენს გულშემატკივრებს - უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და სტუდენტებს ვაჩვენეთ, მოვასმენინეთ ეს ახალი სიმღერა, ახალი ტექსტით და ვიზუალური მხარით“, - აღნიშნა ანსამბლ „ადილას“ ხელმძღვანელმა მაიზერ გაზდელიანმა.

ანსამბლი 2000 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ბაზაზე ჩამოყალიბდა. მის რეპერტუარში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორია გაცოცხლებული. ამ ეტაპზე ანსამბლი 17 წევრისგან შედგება, თუმცა კლიპის პრეზენტაციაზე „ადილას“ ძველი თაობის წარმომადგენლებიც იყვნენ.

„მე მერვე წელია, რაც ამ ანსამბლში ვმღერი, კიდევ დიდხანს ვაპირებ აქ სიმღერას. ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, პრეზენტაციამაც კარგად ჩაიარა“, - გვითხრა ანსამბლის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ქარქაშაძემ.

„ანსამბლი „ადილა“ უნივერსიტეტის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ განზომილებას წარმოადგენს, - აღნიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ონიანმა, - ძალიან გვიხარია, რომ ასეთი შესანიშნავი ანსამბლი გვყავს. ვფიქრობ, მისი არსებობა და მოღვაწეობა კიდევ უფრო მეტ შემოქმედებით წარმატებას მოიტანს“.

„ადილა“ ფართო საზოგადოების წინაშე უფრო ვრცელი პროგრამით 30 ივნისს წარსდგება. იგი კონცერტს ანსამბლ „გიორგობასთან“ ერთად გამართავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1839
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია