დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა­ტომ თქვა პაპ­მა უა­რი პა­პობაზე?
2012/04/09 14:52:14

ფილ­მი „ჩვენ გვყავს პა­პი“, შე­იძ­ლება, ნან­ნი მო­რეტ­ტის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე და­მა­ფიქ­რებელ და ადა­მი­ან­ში ში­ნა­გა­ნი ქა­ო­სის გა­მომ­წვევ ფილ­მად ჩავ­თვა­ლოთ, ამას ჟან­რუ­ლი სახეც ასახავს. ეს დრა­მა ქმნის ადა­მი­ა­ნების ში­ნა­გან პრო­ტესტს, გა­ნაწყობს სა­კუ­თა­რი თა­ვის ძიებისა­კენ სხვა სამყარო­ში, - იქ, სა­დაც რე­ა­ლუ­რად ხედავ შენს თავს, ან კი­დევ ვერ ხედავ და ამ შემთხვე­ვა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის უარყოფას იწყებ.

არ შე­იძ­ლება, ბევრ კითხვა­ზე პა­სუხი გა­უ­ცე­მე­ლი არ დაგ­რჩეს, რო­ცა ნან­ნი მო­რეტ­ტის ფიქ­რები რე­ა­ლურ კად­რებად აღიქ­მება ჩვენს წინ. ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი კი, რაც ფილმს ყურებადს ხდის და, ასე რომ ვთქვათ, მი­გაჯაჭ­ვავს ეკ­რანს, კად­რებია. მა­ღა­ლი ხარისხის, და­მა­ფიქ­რებელი, შე­ნე­ლებული კად­რის ეფექ­ტები ადა­მი­ანს იმის გა­ა­ნა­ლი­ზების­თვის გან­გაწყობს, თუ რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დი შენ რეჟისო­რის, მსახიობის და, უპირ­ვე­ლე­სად, ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რის - პა­პის ად­გი­ლას. აი, აქ იწყებ სა­კუ­თარ თავ­თან კა­მათს და სურ­ვი­ლი გიჩ­ნდება, დის­კუ­სია გა­მარ­თო სხვებთა­ნაც, რად­გან გინ­და, გა­ერ­კვე, რა­ტომ მოხვდი კი­ნო­ე­ფექ­ტების ქა­ოს­ში.

ფილ­მის სცე­ნა­რი, ერ­თის მხრივ, თით­ქოს მო­საწყენი­ა, გან­სა­კუთ­რებით - იმ ადა­მი­ა­ნების­თვის, ვინც „მო­დუ­ნებული“ ცხოვ­რების კად­რებს ფილ­მშიც ისე აღიქ­ვამს, რო­გორც რე­ა­ლურ სამყარო­ში. ერ­თი მხრივ დამ­ღლე­ლი­ა, მაგ­რამ ნაჩ­ვე­ნებია ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სურს თა­ვი­სუფ­ლება და ამი­ტომ დიდ პა­სუხის­მგებლობას თა­ვი­დან იცი­ლებს. საუბარია პაპ­ზე. გა­ღი­ზი­ა­ნებას იწ­ვევს კად­რები, რო­ცა მელ­ვი­ლის პა­პი (ფრან­გი მსახიობი მი­შელ პი­კო­ლი), პა­პად არ­ჩე­ვის შემ­დეგ, აი­ვან­ზე უნ­და გა­ვი­დეს, რად­გან ხალხით სავ­სე მო­ე­და­ნი სულ­მო­უთ­ქმე­ლად ელო­დება მის გა­მო­ჩე­ნას. მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ერ­თი მხრივ გა­მა­ღი­ზი­ა­ნებელია მი­სი უე­ცა­რი წა­მოყვი­რება და აი­ვან­ზე გა­უს­ვლე­ლობა: ალბათ, სი­სუს­ტე იგ­რძნო, ალბათ, იგ­რძნო, რომ ვერ შეძ­ლებდა წი­ნამ­ძღვრის „მო­ვა­ლეობების“ შეს­რუ­ლებას? ან იქ­ნებ პა­სუხის­მგებლობას მო­ე­რი­და, შე­ე­შინ­და? ეს კითხვის ნიშ­ნებია, რომ­ლებიც, მთე­ლი სა­ათ­ნახევ­რის გან­მავ­ლობაში თან სდევს ფილმს. პა­პი გა­ექ­ცა კარ­დი­ნა­ლურ კარ­ჩა­კე­ტილ მდგო­მა­რეობას და იწყებს ჩვე­უ­ლებრივ ცხოვ­რებას, ჩვე­უ­ლებრი­ვი ადა­მი­ა­ნების გვერ­დით, და­დის ავ­ტობუსით, შე­დის მა­ღა­ზიებში, ნახულობს გა­ზე­თების ჯიხურებს, სა­დაც ყვე­ლა ჟურ­ნალ-გა­ზე­თის გა­რე ყდა­ზე მი­სი სუ­რა­თებია გა­მო­სახული. პა­პი იქ­ნება ეს, პრე­ზი­დენ­ტი თუ ჩვე­უ­ლებრი­ვი მო­ქა­ლა­ქე, უნ­და და­ვი­მახსოვ­როთ, რომ ყვე­ლა­ნი ადა­მი­ა­ნები ვართ, ვი­საც ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლების წყურ­ვი­ლი გვა­ცოცხლებს და ზოგჯერ ბევ­რი რა­მის უარყოფა გვი­წევს ამის­თვის.

ისიც უნ­და ით­ქვას: თუ მას პა­პობა არ სურ­და, კარ­დი­ნა­ლიც ვერ გახდებოდა და არ გა­ივ­ლი­და იმ სა­ფეხურებს, რო­მე­ლიც „მწვერ­ვალ­ზე“ აიყვან­და, ვერც პა­პი გახდებოდა, მაგ­რამ... წა­მებში ივიწყებს ყვე­ლა­ფერს და ამი­ტო­მაც გა­დის ჯერ    „სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან“, მე­რე კი იმ ადა­მი­ა­ნებიდან, რომ­ლებიც მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ მო­ე­დან­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ფილ­მში არ­ცერთ კარ­დი­ნალს პა­პობა არ სურს. ეს ჩანს, რო­ცა პა­პის არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე მდგომ­ნი ყოყმა­ნობდნენ და ერ­თმა­ნე­თის­გან იწე­რენ სახელებს... ეს მათ გა­მო­მეტყვე­ლებასაც ეტყობა. კარ­დი­ნა­ლები შეს­ცქე­რი­ან პა­პის ფანჯარას, სა­დაც ჩანს მო­ფუ­ფუ­სე ვი­თომ­და პა­პი, ხან ფარ­დას აშ­რი­ა­ლებს, ხან მუსიკით ტკბება, რომელიც მთელ შენობას მოიცავს... გახარებული და სხვა­დასხვა თა­მა­შით და­კა­ვებული კარ­დი­ნა­ლები კი ღი­მი­ლით ხელს უქ­ნე­ვენ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ის პა­პი არ იყო. ამ დროს კარ­დი­ნა­ლები კარ­ტით ერ­თობიან, ფრენბურთს თა­მა­შობენ... უკ­ვე ფსი­ქო­ლო­გი­ამ­დე მი­ვე­დით - აი, სად ჩანს ყვე­ლა­ზე მე­ტი ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლება, ფილ­მის ერთ-ერ­თი გმი­რის (რომ­ლის როლ­საც ფილ­მის რეჟისო­რი ნან­ნი მო­რეტ­ტი ას­რუ­ლებს) - ფსი­ქო­ლო­გის გან­სა­კუთ­რებული ზე­გავ­ლე­ნაც აქ იგ­რძნობა. სა­ინ­ტე­რე­სოა ფი­ნა­ლი, რო­ცა პაპს ერთ-ერთ სპექ­ტაკ­ლზე, მაყურებლის როლ­ში ხედა­ვენ (შემ­დეგ ის თა­ვის ად­გილს უბრუნ­დება); იმო­სება იმ ტან­საც­მლით, რო­მე­ლიც პაპს უნ­და ეც­ვას. მო­ე­დან­ზე კი ისევ ხალხია შეკ­რებილი, გახარებული კარ­დი­ნა­ლები შეს­ცქე­რი­ან, რო­გორ გა­დის პა­პი აი­ვან­ზე და ესალ­მება ყვე­ლას. ფილ­მის მთა­ვა­რი კვან­ძიც გახსნი­ლია: პა­პი აი­ვან­ზე გა­დის და ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თავს, რომ მას... არ შე­უძ­ლია მა­თი წი­ნამ­ძღვრობა და აივ­ნი­დან გა­დის. პაპ­მა უა­რი თქვა პა­პობაზე! აი, სად ჩნდება ყვე­ლა­ზე მე­ტი კითხვის ნი­შა­ნი... ფილ­მში არ­ცერ­თი კად­რი არ ქა­და­გებს რო­მე­ლი­მე სარ­წმუ­ნოებას, თუ არ ჩავ­თვლით კარ­დი­ნა­ლების, მო­ნაზ­ვნების და პა­პის ჩაც­მუ­ლობას.

 

***

3 აპ­რილს დე­მოკ­რა­ტი­ის ჩარ­თუ­ლობის ცენ­ტრში ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­შუ­ა­ლება მი­ე­ცათ, 2011 წელს გადაღებული ფილ­მი „ჩვენ გვყავს პა­პი“ ენახათ. ჩვე­ნებას ჟურ­ნა­ლის­ტებთან ერ­თად არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებიც ეს­წრებოდ­ნენ. მო­დე­რა­ტო­რობდა ჟურ­ნა­ლის­ტი თე­ო­ნა ხარაბაძე. ფილ­მის ჩვე­ნების შემ­დეგ საკ­მა­ოდ ცხარე დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა, მაგ­რამ კონ­სენ­სუ­სამ­დე მა­ინც ვერ მი­ვე­დით, კვლავ დარ­ჩა კითხვის ნიშ­ნები. ღირს ეს ფილ­მი საყურებლად. 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1954
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია