დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სავალუტო ფონდი საბერძნეთისთვის დახმარებას შეცდომას უწოდებს
2013/06/06 13:19:28

საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევა, გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტის გაცემით,  სერიოზული შეცდომა იყო, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები.

ფონდის მიერ მომზადებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ანალიტიკოსებმა ვერ გათვალეს ის ზარალი, რასაც საბერძნეთს, კრედიტის მიღების სანაცვლოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინაპირობები მოუტანს.

„ევრონიუსთან” საუბრისას ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დახმარების მსურველ სახელმწიფოთა მთავრობებმა გადააჭარბეს  საბერძნეთის ეკონომიკური შესაძლებლობების შეფასებაში.

„გადაჭარბებულია ის ოპტიმიზმიც იმის შესახებ, რომ ქვეყნის მმართველი პოლიტიკოსები ზუსტად შეასრულებენ პროგრამის პირობებს და მის ჩარჩოში იმოქმედებენ,“ – ნათქვამია სსფ-ის განცხადებაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოხსენების სრულ ვერსიას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1820
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია