დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ვიზიტი პარლამენტში
2013/04/02 15:48:25

საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ხათუნა გოგალაძე გარემოს დაცვის კომიტეტის მოწვევით იმყოფებოდა. მინისტრმა დეპუტატებს სამინისტროში გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში ჩააბარა. თუმცა, დეპუტატებთან შეხვედრამდე ის დავით უსუფაშვილს დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა და ხათუნა გოგალაძემ მედიისთვის კომენტარებიც გააკეთეს.

„ჩვენ ერთი კვირის წინ ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტზე მუშაობა დავასრულეთ, რომელსაც თან ახლდა 57 კანონპროექტი. ყველა მათგანი ბუნების დაცვასთან იყო კავშირში, ამ პროექტების განხილვას პარლამენტმა, მინისტრმა და მისმა მოადგილემ სერიოზული დრო და ენერგია დაუთმეს. დღეს ჩვენ შევაჯამეთ ეს სამუშაოები, შევთანხმდით იმაზე, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მიუხედევად იმისა, რომ ეს სფერო საქარველოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი თემაა, დღემდე უამრავი საკითხი არის მოუგვარებელი და გადასაწყვეტი და ამ მხრივ დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი ჩვენს კოლეგებთან ერთად. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში გარემოს დაცვის სტრატეგია არის საჭირო. მინისტრმა და მისმა მოადგილემ პარლამენტში არსებული მწვანე ნარგავებიც დაათვალიერეს, რომლებიც პარლამენტში არსებული უჰაერობის გამო საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია“. - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ხათუნა გოგალაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო პარლამენტში კიდერ არაერთი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს.

„პარლამენტმა კანონპროექტთა პაკეტი უკვე მე-3 მოსმენით მიიღო, მაგრამ ძალაში შესასვლელად სხვა პროცედურებიც არის ჩასატარებელი და ვვარაუდობთ, რომ კანონპროექტი ძალაში მაისის შუა რიცხვებიდან შევა. გარემოს დაცვის სამინისტროს დაუბრუნდება თავისი ფუნქციები“. - აღნიშნა გოგალაძემ.

კომიტეტის სხდომაზე ხათუნა გოგალაძემ განაცხადა, რომ 2011 წლის კანონმდებლობაში შეტანილის ცვლილებებით  გარემოს დაცვის სამინისტროს გამოეყო ბუნებრივი რესურსები და გადაეცა ენერგეტიკის სამინისტროს. მისივე განცხადებით, წლების განმავლობაში ამ სექტორის დაკნინება ხდებოდა, ხოლო ახალი კანონპროექტით, რომელსაც პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა, გარემოს დაცვის სამინისტროს დაუბრუნდება წართმეული ფუნქცია და გახდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

„აღდგება გარემოს დაცვის ინსპექცია, შეიქმნება ახალი საჯარო იურიდიული პირი "გარემოს დაცვითი განათლებისა და ინფორმირების ცენტრი“. შეიქმნება მიწის მართვასათან დაკავშირებული ახალი სამსახური, ასევე შეიქმნება რისკების მართვის სამმართველო, რომელიც ბუნებრივი კატარსტროფების მიმართულებით იმუშავებს". - განაცხადა ხათუნა გოგალაძემ

მინისტრის თქმით, სამინისტროს ფუნქციების გასაზრდელად ბიუჯეტი გაეზარდა და ის 20 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე უწყება საბიუჯეტო სახსრების გარდა არასაბიუჯეტო თანხებსაც ელოდება, რომლის რაოდენობაც 15 მილიონ ლარს შეადგენს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია