დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
პირველად საქართველოს ისტორიაში, ტარდება კონკურსი “საქართველოს საუკეთესო სომელიე!”
2018/10/19 08:49:47

 

პირველად საქართველოს ისტორიაში, ტარდება კონკურსი  საქართველოს საუკეთესო სომელიე!

 

საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, „ღვინობის თვის“ ფარგლებში, 20-21 ოქტომბერს, საქართველოში პირველად გაიმართება კონკურსი  „საქართველოს საუკეთესო სომელიე - 2018“.

 

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი სომელიეები, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ოფიციალურად აქვთ მინიჭებული სომელიეს ან ასისტენტ სომელიეს სტატუსი.

 

კონკურსს ეყოლება მაალკვალიფიციური ჟიური, მათ შორის - უცხოური, ხოლო თავმჯდომარე იქნება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი,“მარანი ხეცურიანი”-ს დამფუძნებელი, ბატონი შალვა ხეცურიანი.

 

20 ოქტომბერს გაიმართება შესარჩევიტური, ხოლო ფინალი შედგება 21 ოქტომბერს 18 საათზე, Republic Event Hall-ში, სადაც გამოვლინდება  2018 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე  და საზეიმო ვითარებაში გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.

 

გამარჯვებულს გადაეცემა  “საქართველოს საუკეთესო სომელიე“-ს  თასი. ასევე - სხვადასხვა ღვინის მწარმოებლის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები და საჩუქრები.

 

2018 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე  2019 წლის მარტში გაემგზავრება ბელგიაში, სადაც საქართველოს სახელით იასპარეზებს კონკურსში “მსოფლიოს საუკეთესო სომელიე”.

 

ღონისძიების დრო და ადგილი: 21 ოქტომბერი 18 საათი. შეკრება დაიწყება 17.30-ზე.  Republic Event Hall, მეორე სართული, ღონისძიებების სივრცე.                   

მისამართი: რესპუბლიკის მოედანი N 2 - ყოფილი “ანდროპოვის ყურები”, სასტუმრო Radisson-ის მოპირდაპირე მხარეს.

 

დამატებითი ინფორმაცია:

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (GSA) დაფუძნებულია 2003 წელს, ხოლო 2014 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) ნამდვილი წევრი. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია არის ღვინის განათლების საერთაშორისო კვალიფიკაციის WSET-ის ოფიციალური პროვაიდერი საქართველოში.

 

საკონტაქტო პირები:

ნატო გუბელაძე  599 107794;   ნესტან მიქა   557908884

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1775
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია