დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბაგრატის ტაძარზე აღმოჩენები გრძელდება
2009/07/15 05:23:10

ბაგრატის ტაძარზე ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. კონკრეტულად მშენებლები საძირკვლის გამაგრებაზე მუშაობენ. ძეგლი აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე არქეოლოგებმა შეისწავლეს, თუმცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ომარ ლანჩავა აცხადებს, რომ მრევლისა და სამღვდელოების დამოკიდებულების გამო კომპლექსის ტერიტორიის მხოლოდ 70%-ია შესწავლილი. მთლიანად ხელუხლებელია საკურთხეველი.

ცოტა ხნის წინ მშენებლებმა მუშაობისას ერთ-ერთი ტაძრის სვეტი აღმოაჩინეს. ომარ ლანჩავას განცხადებით, სვეტი მე-7 საუკუნით თარიღდება. ამ აღმოჩენის შემდეგ თბილისიდან კომისიაც ჩამოვა და ახალი ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ძეგლის შეუსწავლელ ადგილებზე იმუშავებს.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1571
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია