დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულომ სამინისტროსთვის წარსადგენი პროექტები ერთსულოვნად დაამტკიცა
2013/03/11 13:40:59

რამდენიმე ხმაურიანი სხდომის შემდეგ, დღეს ქუთაისის საკრებულოში რიგგარეშე 44-ე სხდომა მშვიდად წარიმართა. სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის წარსადგენი პროექტები.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ლევან ჭანჭალეიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს მერია რეგიონული განვითარების სამინისტროში 13 პროექტს წარადგენს, რომელთა საერთო ღირებულებაც 27 მილიონი ლარია. პროექტები ძირითადად სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემების მოწყობას, ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციას, ძაღლსაშენის აგებას და  ქალაქის განვითარების სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს და დაამტკიცეს მერიის  ეკონომიკური სამსახურის მიერ წარმოდგენილი ქუთაისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2012-2017 წლების საშუალოვადიანი პროექტი, რომელიც თავის მხრივ ინფრასტრუქტურის განვითარებას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, ასევე განათლების, სპორტის და ტურიზმის განვითარებას გულისხმობს.

საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი პროექტები დადებითად შეაფასა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძე., მისი განცხადებით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქუთაისის განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში  წარსადგენი პროექტების მიღების ვადა დღეს 16:00 საათზე იწურება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1711
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია