დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მოახლოებული შუალედური არჩევნები იმერეთში პოლიტიკური წნეხის მიზეზი გახდა?
2013/02/26 17:14:25

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი თევდორაძის და სამტრედიის მუნიციპალიტეტის „ნაციონალური მოძრაობის“  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ავთანდილ სტურუას განცხადებით, მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს, რის მიზეზადაც თევდორაძე და სტურუა მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს ასახელებენ.

„იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სამტრედიის შტაბის ხელმძღვანელად დავინიშნე, მმართველი გუნდის მიერ დაიწყო ჩემზე გაძლიერებული ზეწოლა, რაც პროკურატურაში 4-საათიანი დაკითხვით გამოიხატება. მათ არ უნდათ, რომ მოსახლეობამ შუალედურ არჩევნებში თავისუფალი არჩევანი გააკეთოს. პროკურატურა ჩემთან მიმართებაში 2007 წლის საქმეებით, ფინანსური პოლიცია კი – სამტრედიის სკოლამდენლი დაწესებულებების საკითხებით დაინტერესდა. თუკი 2007 წელს რაიმე დარღვევა იყო, პროკურატურა ამდენხანს  დაინტერესდებოდა,“ – განაცხადა ავთანდილ სტურუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ავთანდილ სტურუა 2010 წელს სამტრედიის საკრებულომ მუნიციპალიტეტის გამგებლად აირჩია, 2012 წლის 3 დეკემბერს კი, მისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოხდა. როგორც სტურუა აცხადებს, ის არ შეუშინდება ზეწოლას და უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილების უსაფუძვლო შეჩერების გამო ბოლომდე იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილის შუალედური არჩევნები იმერეთის რეგიონის ორ ოლქში, ბაღდათსა და სამტრედიაში დაინიშნა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1734
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია