დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის პროგრამა იწყება
2013/02/11 13:46:10

სოფლის მეურნეობის სამინისტრო დღეიდან იწყებს ბარათების გაცემას, რომლის საშუალებითაც ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავება შეეძლებათ.

სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 640 ათასზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება, რომელთაც 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნლების მიწის ნაკვეთი აქვთ. ფერმერი მიწის დასამუშავებლად, საქონლისა და შესაბამისი ინვენტარის შესაძენად, ორ შესაბამის ბარათს მიიღებს. პირველი ბარათი, რომელიც მიწის დასამუშავებლად იქნება განკუთვნილი დღეიდან დარიგდება, ინვენტარის შესაძენ ბარათს კი სამინისტრო მარტიდან გასცემს.

მიწის მფლობელი, რომლის საკუთრებაშიც 0,25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის ნაკვეთია, 100-ლარიან ბარათს მიიღებს. 0,25-დან 1,25 ჰექტრის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები მიიღებენ, კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, 510 ლარის ოდენობით. აღნიშნული ბარათი შედგება ორი კომპონენტისაგან, ესაა: ნიადაგის ხვნა და გაფხვიერება. ამავე 510 ლარის ღირებულების ბარათს მიიღებენ ის ფერმერებიც, რომელთაც ანალოგიური ზომის მრავალწლიანი ნარგაობა აქვთ და ისინი აღნიშნული თანხით მათთვის საჭირო ინვენტარის შეძენას შეძლებენ.

1,25-დან 5 ჰექტრამდე ფართის მქონე ფერმერებს კი 640-ლარიანი ბარათები გადაეცემათ.

სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირემიწიან მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროექტის ღირებულება 180 მილიონ ლარს აღემატება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია