დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აია“-ს პრეზიდენტი - კუსტარული საწარმოების წინააღმდეგ
2013/02/11 12:47:54

7თებერვალს სასტუმრო „აია“-ს დარბაზში პრესკონფერენცია გამართა  ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია „აია“-ს პრეზიდენტმა ამბერკი დვალიშვილმა. ის მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრა ქართულ ბაზარზე არსებული ფალსიფიცირებული პროდუქციის, კერძოდ, ლიმონათის წარმოების შესახებ.

 

„უხარისხო პროდუქტით, ფალსიფიცირებული ლიმონათით არის გაჯერებული ბაზარი. რომელიც შეიცავს მომწამლავ ნივთიერებებს, მზადდება არაჰიგიენურ პირობებში და საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას,“ - განაცხადა ამბერკი დვალიშვილმა.
მან ისაუბრა იმ განსხვავებებზე, რაც რეალურად არსებობს მათ მიერ წარმოებულ ნატურალურ, სუფთა პროდუქტსა და კუსტარულ საწარმოში დამზადებულ, ფალსიფიცირებულ ლიმონათს შორის. ეს კი გამოიხატება, როგორც გარეგნულად: შეფუთვაში, ეტიკეტში, საცობში... ასევე, გემოვნებასა და ხარისხში. შესაბამისად, განსხვავება არსებობს საბაზრო ღირებულებებშიც, იაფ ნაწარმს შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და რეალიზაციას უწევს ყალბ პროდუქტს.
ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი და მაღალი ეკოლოგიური სტანდარტებით მომუშავე საწარმოები კი, როგორიცაა ამ შემთხვევაში კომპანია „აია“, ამ განუკითხაობის პირობებში ზარალდება. „მონოპოლიურმა სისტემამ საგრძნობლად შეუშალა ხელი საწარმოს წინსვლას. სახელმწიფო არანაირ ხელშეწყობას არ ახორციელებს ჩვენს მიმართ, პირიქით, არაერთ ინიციატივას შეუშალეს ხელი მაშინ, როდესაც მსგავსი იდეების განხორციელებაში სრული თავისუფლება მიანიჭეს კონკურენტულ კომპანიებს, თუმცა მიზეზი გაუგებარია.“

მან ისაუბრა კონკრეტულ ზეწოლაზეც...

„ეს სრული განუკითხაობაა, ჩვენი ცნობილი ბრენდი „აია“ წლების მანძილზე განიცდის სასტიკ დარტყმას სახელმწიფოსგან უკონტროლოდ მიშვებული კუსტარული საწარმოების აღზევების გამო. „აია“-ს ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ აღარ გაგრძელდება მსგავსი შემთხვევა და მოითხოვს, რეალურად ამოქმედდეს სურსათის უვნებლობის კანონი, მეწარმეებმა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში იმუშაონ.
რაც საქართველოში ლიმონათი იწარმოება ყველა ნატურალური რომ იყოს, ქართული ხილის დეფიციტი იქნებოდა,“ - განაცხადა ამბერკი დვალიშვილმა.

 

ჟანა ჯანელიძე

თამო ბიბიჩაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1661
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია