დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გვემუქრება თუ არა ეკონომიკური კრიზისი?
2013/01/16 15:50:47

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ტელედებატებში შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ტელედებატები 22 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერში გაიმართება. თუმცა, შესაძლოა, იგი დღეს 22 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგეს, დავით პაიჭაძის გადაცემაში. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ავრცელებს, თუმცა იმასაც დასძენს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მის წინადადებას ჯერჯერობით განიხილავენ, ხოლო ნოდარ ხადური მზადაა დღესვე მიიღოს დებატებში მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე საბიუჯეტო კრიზისთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომლის შექმნაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალ ხელისუფლებას ადანაშაულებს.პასუხად ფინანსთა სამინისტროს პრეს-სპიკერისაგან მერაბიშვილმა ფინანასთან მინისტრთან ტელედებატების გამართვის შეთავაზება მიიღო, რაზეც მერაბიშვილი დათანხმდა. 

"სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ტელე-დებატებში ფინანსთა მინისტრთან ჩემს მიერ ბრიფინგზე გაჟღერებულ საკითხებთან (საბიუჯეტო კრიზისი) და სხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით", - წერს მერაბიშვილი.

დღეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააკეთა განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ბრალდება უსაფუძვლოა და საქართველოში არავითარი ფინანსური კრიზისი მოსალოდნელი არ არის, პირიქით, მისი ინფორმაციით, იანვრის გასულ 15 დღეში საქართველოს ბიუჯეტში იმაზე მეტი თანხა შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში. ეს არავითარი შიშის საფუძველს არ იძლევა და შიში ეკონომიკური კრიზისის თაობაზე ყოვლად უსაფუძვლოა, – თვლის ხადური.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია