დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დევნილებს უყიდეს და არ გადასცეს...
2012/12/28 23:51:03

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას არალეგალური საწყობების შესახებ, სადაც 2008-2009 წელს დასარიგებელი, დევნილებისათის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები, სამუშაო იარაღები და საკვები პროდუქტებია აღმოჩენილი. 

აღნიშნული ქონება უკვე დაზიანებულია და გამოსაყენებლად უვარგისია, ამბობს მინისტრი დავით დარახველიძე.

გამოუსადეგ და დაზიანებულ ნივთებს შორისაა მაცივრები, საწოლები, ჭურჭელი, თეთრეული, საბნები, ლეიბები, ხალიჩები, ტელევიზორები, 2009 წელს შეძენილი გაზის ბალონები, რომელიც გაზითაა დატენილი, 300 ათასი ლარის ღირებულების შეშის ღუმელი და ა.შ. აგრეთვე, პროდუქტი: მაკარონი, მარილი, წიწიბურა.  

დავით დარახველიძის თქმით, დევნილებისთვის განკუთვნილი ნივთებისა და პროდუქტის შესაძენად თანხები გამოყოფილი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. 

დევნილთა სამინისტრომ მასალები პროკურატურას გადასცა. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ 2008-2009 წლებში დევნილთა სამინისტროს მიერ აღნიშნული ქონების არგადაცემით და დაზიანებით სახელმწიფოს და დევნილებს ზარალი მიადგა.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1564
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია