დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჯერი მი­ნის­ტრებზე მიდ­გა...
2012/12/24 13:29:50

„ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია“ და სა­ზო­გა­დოებრი­ვი რე­ზო­ნან­სი

მა­ღალ­ჩი­ნოს­ნების და­ჭე­რა ახალი ხელი­სუფ­ლების დღის წეს­რიგ­ში კვლავ პირ­ველ ად­გილ­ზეა. სულ ცო­ტა ხნის წინ ე.წ. „ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის“ ბრალ­დებით ორი ყოფი­ლი მი­ნის­ტრი და­ი­ჭი­რეს. რო­გორც ჩანს,  პრო­კუ­რა­ტუ­რა  დე­პარ­ტა­მენ­ტის  უფ­რო­სებისა  და  მსგავ­სი  რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კების და­კა­ვებებით აღარ კმაყოფილ­დება და ჯერი მი­ნის­ტრებზე მიდ­გა.

 

რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნ­და იყოს, მთა­ვა­რი აურ­ზა­უ­რი არა მი­ნის­ტრების და­კა­ვებამ, არა­მედ და­მო­უ­კი­დებელი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის და­ჭე­რამ გა­მო­იწ­ვია... მე­რე რა, რომ ეს დი­რექ­ტო­რი მა­ნამ­დე გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რიც იყო და სხვა­დასხვა დროს ორი სა­მი­ნის­ტროს პორ­ტფე­ლიც ებარა. მთა­ვა­რი­ა, რომ და­ჭე­რის მო­მენ­ტში, სულ რა­ღაც ერ­თი თვეა, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რად მუ­შაობს. ეს კი უკ­ვე და­მო­უ­კი­დებელ მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა­ა, ყოველ შემთხვე­ვა­ში, ასე აცხადებენ ყოფი­ლი ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გენ­ლები თუ მხარ­დამ­ჭე­რები. პრო­კუ­რა­ტუ­რა ამბობს, რომ ეს არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლას­თან და მხოლოდ და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა.

 

პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხადებს, რომელი­ტურ კო­რუფ­ცი­ასმი­აგ­ნო...

 

რო­გორც მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ამბობს, ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს  სა­გა­მო­ძიებო სამ­სახური­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­ერ ერ­თობლი­ვი მოქ­მე­დებების შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლია ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის სქე­მა. და­კა­ვებულია სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის, ბუნებრი­ვი რე­სურ­სებისა და  ფი­ნან­სთა ყოფი­ლი მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ხეთა­გუ­რი, იუს­ტი­ცი­ის, გა­ნათ­ლების ყოფი­ლი მი­ნის­ტრი და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ყოფი­ლი მო­ად­გი­ლე ნი­კა გვა­რა­მია, კომ­პა­ნია „თე­ლა­სის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი დე­ვი კან­დე­ლა­კი. შპს „ელენ­დეფ­სერ­ვი­სის“ დამ­ფუძ­ნებელი გი­ორ­გი ნემ­სიწ­ვე­რი­ძე, სა­ა­უ­დი­ტო­რო  კომ­პა­ნია „გუ­ტი­ძე, და­მე­ნი­ა, ჩან­ტლა­ძე სო­ლო­უ­შე­ნის“ დამ­ფუძ­ნებელი, ეკო­ნო­მი­კის ყოფი­ლი მი­ნის­ტრი კახა და­მე­ნია და იზაბელა გუ­ტი­ძე.

გა­მო­ძიება მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ზე 2012 წლის 8 ნო­ემბერს და­იწყო  სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს  სა­გა­მო­ძიებო სამ­სახურ­ში და მო­პო­ვებულია კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცებულებები. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნობების თა­ნახმად, საუბარია მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნობის ქრთა­მის სა­ნაც­ვლოდ სა­გა­და­სახადო დო­კუ­მენ­ტების გაყალბებასა და ფიქ­ტი­უ­რი ფირ­მის და­არ­სებაზე.

გა­მო­ძიების მი­ერ მო­პო­ვებული მტკი­ცებულებების თა­ნახმად, „ხრამჰესი 1“-ის,  „ხრამჰესი 2“-ის, „მტკვა­რი ენერ­გე­ტი­კი­სა“ და „თე­ლა­სის“ მფლობელ­მა კომ­პა­ნია „ინ­ტერ­რა­ომ“ მა­შინ­დელ ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრთან სახელ­მწი­ფოს მხრი­დან სა­გა­და­სახადო შე­თანხმების გა­ფორ­მებაზე მო­ლა­პა­რა­კება და­იწყო, რა­თა ზე­მოხსე­ნებულ კომ­პა­ნიებში სა­გა­და­სახადო შე­მოწ­მება არ  ჩა­ტა­რებულიყო. ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძიებო სამ­სახურის თა­ნახმად, ამ სქე­მის ფარ­გლებში ცრუ­მე­წარ­მეობის მიზ­ნით შე­იქ­მნა შპს „ელენ­დეფ სერ­ვი­სი“, რომ­ლის ფუნ­ქცი­აც ვი­თომ­და სა­კონ­სულ­ტა­ციო საქ­მი­ა­ნობით გა­ნი­საზ­ღვრებოდა.

 

მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა თუ კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მის გა­მოვ­ლე­ნა?!

 

„ამ  კონ­კრე­ტუ­ლი სა­კითხის შე­ფა­სება პო­ლი­ტი­კო­სების მი­ერ, რომ თით­ქოს ნი­კა გვა­რა­მი­ას და­კა­ვება მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა­ა, სრუ­ლი­ად არა­ლო­გი­კუ­რია  და არ შე­ე­საბამება სი­მარ­თლეს. საქ­მე ის გახლავთ, რომ ნი­კა გვა­რა­მია „რუს­თა­ვი -2“-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა 2012 წლის 14 ნო­ემბერს, ხოლო გა­მო­ძიება  კონ­კრე­ტულ სისხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე დაწყებულია 2012 წლის 8 ნო­ემბერს. ამის და­მა­დას­ტუ­რებლად ჩვენ წარ­მო­გიდ­გენთ ამო­ნა­წერს  არა­სა­მე­წარ­მეო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რების რე­ეს­ტრი­დან და ცნობას გა­მო­ძიების დაწყების შე­სახებ. ამ­რი­გად, ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძიების დაწყების ეტაპ­ზე ნი­კა გვა­რა­მია არც „რუს­თა­ვი 2“-ის დი­რექ­ტო­რი იყო და არც პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა“ - აცხადებენ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­მო­ძიებამ გა­მო­აქ­ვეყნა ფა­რუ­ლი მოს­მე­ნებით მო­პო­ვებული მტკი­ცებულებები, რა­მაც არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია და კი­დევ უფ­რო მე­ტი კითხვები გა­ა­ჩი­ნა მი­სი კა­ნო­ნი­ე­რების შე­სახებ.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­მარ­ტა, რომ ფა­რუ­ლი მიყურა­დება არის მტკი­ცებულების მო­პო­ვების ერთ-ერ­თი ფორ­მა  და მას­ში არა­ფე­რია არაბუნებრი­ვი, თუ ის კა­ნო­ნის დაც­ვით არის განხორ­ცი­ე­ლებული. ჩენ სა­ზო­გა­დოებას უკ­ვე წარ­ვუდ­გი­ნეთ დო­კუ­მენ­ტები, რომ­ლებიც ადას­ტუ­რებენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ძიებო ქმე­დება იყო სრუ­ლი­ად ლე­გა­ლუ­რი, სა­სა­მარ­თოს მი­ერ ნებადარ­თუ­ლი.

რაც შეეხება სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს იმ განცხადებას, რომ ვა­ნო მე­რაბიშ­ვილ­სა და ნი­კა გვა­რა­მი­ა­ზე არ ყოფი­ლა გა­ცე­მუ­ლი ფა­რულ მიყურა­დებაზე ბრძა­ნება, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამბობს, რომ სა­სა­მარ­თლოს მი­ერ გა­ცე­მუ­ლი იყო ბრძა­ნება  ფა­რულ მიყურა­დებაზე - კონ­კრე­ტულ ნომ­რებზე. ერთ-ერ­თი ნომ­რით სარ­გებლობდა ნი­კა გვა­რა­მია.

„სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან ნებარ­თვა გა­ი­ცა კონ­კრე­ტულ ნო­მერ­ზე, რო­მე­ლიც რე­გის­ტრი­რებული იყო ვინ­მე გი­ორ­გი­ზე. გა­მო­ძიებამ და­ად­გი­ნა, რომ ამ ნომ­რით სარ­გებლობდა არა ვინ­მე გი­ორ­გი, არა­მედ ნი­კა გვა­რა­მია. შე­საბამი­სად, ხდებოდა მი­სი მოს­მე­ნა და, სა­ზო­გა­დოების ინ­ტე­რე­სებიდან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­სი გა­მოქ­ვეყნება მოხდა,“ - გა­ნაცხადა მჭედ­ლიშ­ვილ­მა.

 

ძა­ლი­ა­ნაც რომ გვდო­მო­და, ნი­კა გვა­რა­მი­ას ამ კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მი­დან ვერ გა­მოვ­რიცხავ­დით

 

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის არ­ჩილ კბილაშ­ვი­ლის განცხადებით, „ძა­ლი­ა­ნაც რომ გვდო­მო­და, ნი­კა გვა­რა­მი­ას ამ კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მი­დან ვერ გა­მოვ­რიცხავ­დით.“

„გა­მო­ძიების მიმ­დი­ნა­რეობის დროს ჩვენ ვხედავ­დით, რო­გორ ხდებოდა მტკი­ცებულებათა შეც­ვლა და იმ სქე­მის მტკი­ცებულებებით გა­მაგ­რება, რომ თით­ქოს კა­ნო­ნი­ერ ოპე­რა­ცი­ას ჰქონ­და ად­გი­ლი. ახლა, რო­დე­საც მა­თი პა­სუხის­გებაში მი­ცე­მის შემ­დეგ, მათ გა­და­ე­ცე­მათ მთე­ლი მა­სა­ლები და მათ­თვის ცნობილი იქ­ნება ყვე­ლა ის პო­ზი­ცი­ა, რო­მე­ლიც ბრალ­დების მხარეს აქვს, თა­ვი­სუფ­ლებაში ყოფ­ნის შემთხევა­ში დო­კუ­მენ­ტების შემ­გო­მი შეც­ვლი­სა და გას­წო­რების და მტკი­ცებულებების მო­წეს­რი­გების შე­საძ­ლებლობა უფ­რო დი­დია. აი, ამან გა­ნა­პი­რობა, რომ მი­ღებული ყოფი­ლიყო გა­დაწყვე­ტი­ლება მი­სი და­კა­ვების შე­სახებ,“ - გა­ნაცხადა კბილაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დოებრი­ვი მა­უწყებლის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა „დი­ა­ლოგ­ში“ სტუმ­რობისას.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ასე­ვე არ გა­მო­რიცხავს, რომ ეჭ­ვების გა­ქარწყლების მიზ­ნით ნი­კა გვა­რა­მი­ა­სა და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნების საქ­მეები, შე­საძ­ლოა,  ნა­ფიც­მა მსაჯულებმა გა­ნიხილონ. გარ­და იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოქ­ვეყნდება, ხელი­სუფ­ლება გა­მო­ვა ინი­ცი­ა­ტი­ვით, შე­იც­ვა­ლოს კა­ნონ­მდებლობა, რა­თა ახლან­დე­ლი და­პა­ტიმ­რებების საქ­მეები რო­ცა სა­სა­მარ­თლო­ში წა­ვა, გა­ნიხილონ და მო­ის­მი­ნონ ნა­ფიც­მა მსაჯულებმა.

„გვინ­და, რომ საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი შე­იც­ვა­ლოს და ყვე­ლა ასე­თი, ზო­გი­ერ­თის აზ­რით, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რებული, პრო­ცე­სი ღი­ად და საჯაროდ ჟიუ­რიმ მო­ის­მი­ნოს... რომ თუ აქ ჩვე­ნი მხრი­დან სხვა რა­ი­მე უკე­თუ­რობას აქვს ად­გი­ლი, აგერ ბურ­თი და აგერ მო­ე­და­ნი,“ - აღ­ნიშ­ნა კბილაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, და­მა­ტებით, ხელი­სუფ­ლებას სურს, შეც­ვა­ლოს კა­ნო­ნი და სა­სა­მარ­თლოებზე ვი­დე­ო­გა­და­ღება და­უშ­ვას, რა­თა ყვე­ლამ ნახოს, რა პრო­ცე­სებიც იქ­ნება სა­სა­მარ­თლო­ში.“

ქვეყნის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, ასე­ვე, ამბობს, რომ „რუს­თა­ვი 2“-ის გენ­დი­რექ­ტო­რობა არ არის ინ­დულ­გენ­ცია არა­ვის­თვის, რომ პა­სუხის­მგებლობას თა­ვი და­აღ­წი­ოს.“

„გვა­რა­მი­ას  საქ­მის გა­მო­ძიება 8 ნო­ემბრი­დან და­იწყო და ეს ადა­მი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად 14 ნო­ემბერს და­ი­ნიშ­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ამ საქ­მის გა­მო­ძიების დროს შე­მოგ­ვეს­წრო ის ფაქ­ტი, რომ ნი­კა გვა­რა­მია კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი გახდა. მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ქრთა­მის სახით გა­და­ცე­მა ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან კავ­შირ­ში არ არის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ა­ნაც რომ გვდო­მო­და, მას ამ სქე­მი­დან ვერ გა­მოვ­რიცხავ­დით. აი, მი­სი დი­რექ­ტო­რობის გა­მო, რომ იგი ამ გა­მო­ძიების სის­ტე­მი­დან გა­მოგ­ვეყვა­ნა და პა­სუხის­გებაში არ მიგ­ვე­ცა და მხოლოდ ხეთა­გუ­რი და სხვა პი­რები მიგ­ვე­ცა, უბრა­ლოდ, საქ­მე კოჭ­ლი იქ­ნებოდა. ფირ­მა, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა, მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით და იდე­ით იყო, მი­სი მე­გობარი იყო ამ პო­ზი­ცი­ა­ზე გამ­წე­სებული, ამ­დე­ნად, გვა­რა­მი­ას პა­სუხიმ­გებლობა არის. ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ „რუს­თა­ვი 2“-ს, თუმ­ცა ამ კომ­პა­ნი­ის გენ­დი­რექ­ტო­რობა არ არის ინ­დულ­გენ­ცია არა­ვის­თვის, რომ პა­სუხის­მგებლობას თა­ვი და­აღ­წი­ოს,“ - გა­ნაცხადა კბილაშ­ვილ­მა.

 

გვა­რა­მი­ას და­ჭე­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი აჟიო­ტაჟი

 

„გვა­რა­მი­ა, სა­ნამ „რუს­თა­ვი 2“-ში გა­და­ვი­დო­და, მა­ნამ­დე მუ­შაობდა ძა­ლი­ან მა­ღალ თა­ნამ­დებობებზე და არ მო­ვე­რი­დები შე­ფა­სებას, იყო იმ და­ნა­შა­უ­ლებრი­ვი სის­ტე­მის ნა­წი­ლი და მუ­შაობდა იმ და­ნა­შა­უ­ლებრი­ვი სის­ტე­მის ხელ­მძღვა­ნელ რგოლ­ში, რო­მე­ლიც შექ­მნა მიხეილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა, რო­დე­საც ის იყო გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე. ასე რომ, მი­სი და­კა­ვება უკავ­შირ­დება მის წარ­სულ საქ­მი­ა­ნობას,“ - გა­ნაცხადა  სასჯელაღ­სრუ­ლების, პრობაცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახმა­რების მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუბარ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნისტრ ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აზ­რით კი, უკე­თე­სი იქ­ნებოდა, ნი­კა გვა­რა­მია სა­ერ­თოდ არ აეყვა­ნათ; კარ­გი იქ­ნება, თუ სა­სა­მარ­თლო მას გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს. ამის შე­სახებ ივა­ნიშ­ვი­ლი გა­ზეთ „რე­ზო­ნან­სთან“ საუბარ­ში აცხადებს.

„იმ აჟიო­ტაჟის პი­რობებში, რის გა­მოწ­ვე­ვა­საც ესე­ნი მა­ინც ახერხებენ, უკე­თე­სი იქ­ნებოდა, სა­ერ­თოდ არ აეყვა­ნათ და კარ­გი იქ­ნება, რომ სა­სა­მარ­თლომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს. ამის ფორ­მები ხომ არ­სებობს? მაგ­რამ კბილაშ­ვილ­მაც და წუ­ლუ­კი­ან­მაც კარ­გად იცი­ან, რომ პრინ­ცი­პუ­ლად ვი­ცავ სუბორ­დი­ნა­ცი­ას და არ ჩა­ვე­რე­ვი,“ - აცხადებს ივა­ნიშ­ვი­ლი.

 რაც შეეხება „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ მხრი­დან გა­კე­თებულ შე­ფა­სებას, რომ გვა­რა­მი­ას   აყვა­ნა  „რუს­თა­ვი 2“-ში მის საქ­მი­ა­ნობას და თა­ვი­სუ­ფალ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ზე ზე­წო­ლას უკავ­შირ­დება, ივა­ნიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულს „ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოდ“ აფა­სებს და აცხადებს, რომ „რუს­თა­ვი 2“ არა თა­ვი­სუ­ფა­ლი, არა­მედ სა­ა­კაშ­ვი­ლის ტე­ლე­ვი­ზი­აა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სობის წევ­რი გე­დე­ვან ფოფხაძე მზადყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის გე­ნე­რა­ლუ­რ დი­რექ­ტორს ნი­კა გვა­რა­მი­ას ყვე­ლა­ფერ­ში თავ­დებად და­უდ­გეს. ამის შე­სახებ ფოფხაძე Face­book-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

„ნი­კა გვა­რა­მია ჩე­მი მე­გობარია. მი­მაჩ­ნი­ა, რომ მი­სი და­კა­ვების სა­ჭი­როება არ იყო, ვი­ნა­ი­დან ეს ადა­მი­ა­ნი არა­ვის გა­ურბოდა და ნების­მი­ერ კითხვა­ზე პა­სუხის გა­სა­ცე­მად მზად იყო. მი­სი ბრა­ლე­უ­ლობა რომ და­ვიჯერო, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტები მჭირ­დება. მგო­ნი, მაქვს უფ­ლება, მო­ვითხოვო უფ­რო მე­ტი სიცხადე. რამ­დე­ნა­დაც ნი­კას ვიც­ნობთ, მი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი სა­ეჭ­ვო არა­ვის­თვის არ უნ­და იყოს. ნი­კას თავ­დებად და­ვუდ­გები ყვე­ლა­ფერ­ში. შე­იძ­ლება განსხვა­ვებული აზ­რები გვქონ­დეს, მაგ­რამ მის პა­ტი­ოს­ნებაში ეჭ­ვი არ მე­პა­რება. ეს ყვე­ლა­ზე ცუ­დი ნი­კო­ლო­ზობა იყო ჩემს ცხოვ­რებაში,“ - წერს გე­დე­ვან ფოფხაძე.

 

ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რის და­ჭე­რის ფაქ­ტი პუ­ტი­ნის რუ­სეთ­შიც კი არ მომხდა­რა

 

„ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რი და­ი­ჭი­რეს. ასე­თი რამ პუ­ტი­ნის რუ­სეთ­შიც არ მომხდა­რა. მე აღარ ვლა­პა­რა­კობ ჩვენს მთავ­რობაზე. რამ­დე­ნიც არ უნ­და გვიყენონ პრე­ტენ­ზია პრე­სის თა­ვი­სუფ­ლებაზე, ყვე­ლა­ზე მე­ტი ტე­ლე­ვი­ზია პოს­ტსაბჭო­თა ქვეყნებში ჩე­მი პრე­ზი­დენ­ტობის დროს გაიხსნა. ყვე­ლა­ზე მე­ტი ლი­ცენ­ზია ჩე­მი პრე­ზი­დენ­ტობის დროს გა­ი­ცა. მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ დროს გაიხსნა „მე-9 არხი“ ხელახლა, რო­დის გაიხსნა „მა­ეს­ტრო“, რო­დის გაიხსნა უამ­რა­ვი რე­გი­ო­ნუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია, უამ­რა­ვი გა­ზე­თი, რო­მე­ლიც დღე და ღა­მე გვლან­ძღავ­და. რა თქმა უნ­და, იდე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია არ იყო, თუმ­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რის და­ჭე­რა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია!“ - გა­ნაცხადა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მიხეილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

„გუ­შინ­დე­ლი დღე იყო ერ­თგვა­რი კულ­მი­ნა­ცი­ა, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლის რეჟიმ­მა ოთხივე ხელი­სუფ­ლებას, მათ შო­რის მე­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ დარტყმა გა­ნახორ­ცი­ე­ლა. ეს ქმე­დება ყვე­ლა­ზე ცუდ წლებშიც კი არ მომხდა­რა, რომ და­ე­ჭი­რათ თა­ვი­სუ­ფა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი... იმ ადა­მი­ა­ნის და­ჭე­რა, ალე­კო ხეთა­გურს ვგუ­ლისხმობ, რო­მე­ლიც ქვეყანა­ში უშუ­ქობის პრობლე­მის დაძ­ლე­ვის სიმბოლო­ა, ეს ყვე­ლა­ფე­რი სახიფა­თო სახეს იღებს. ამას მივყავართ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რებამ­დე, რაც ძა­ლი­ან არა­სა­სურ­ვე­ლი და სახიფა­თოა და ეს არა­ნა­ირ სი­კე­თეს არ მო­უ­ტანს ჩვენ ქვეყანას, არც ნა­ტო-ში გა­წევ­რი­ა­ნების და არც ევ­რო­კავ­შირ­თან დაახლოების კუთხით,“ - გა­ნაცხადა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვი­ცე-სპი­კერ­მა გი­ორ­გი ბარა­მი­ძემ.

 

შეშ­ფო­თებულები ვართ...

 

20 დე­კემბერს რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეებმა სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თვაც შე­ი­მუ­შა­ვეს, სა­დაც ნათ­ქვა­მია:

„შეშ­ფო­თებულები ვართ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის და­კა­ვების ფაქ­ტთან და­კავ­ში­რებით. მო­ვუ­წო­დებთ შე­საბამის ორ­გა­ნოებს, აღ­მკვეთ ღო­ნის­ძიებად არ იქ­ნეს გა­მოყენებული პა­ტიმ­რობა, რა­თა ხელი არ შე­ე­შა­ლოს და­მო­უ­კი­დებელი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნობას.“

მი­მარ­თვის თა­ნახმად, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ორ­გა­ნი­ზა­ციები ქმნი­ან კო­ა­ლი­ცი­ას „სა­ზო­გა­დოებრი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა“, რომ­ლის მი­ზა­ნიც ქვეყანა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პების დამ­კვიდ­რება და კოჰაბიტა­ცი­ის პრო­ცე­სის ხელ­შეწყობა იქ­ნება.

„გა­მო­ძიება რას იტყვის, არ ვი­ცი, მაგ­რამ კარ­გად მახსოვს 2007 წლის ნო­ემბერი, რო­ცა ჩვენ ვიხილეთ ფილ­მი „ნო­ემბრი­დან ნო­ემბრამ­დე“, სა­დაც ნახევა­რი სა­ქარ­თვე­ლო სუ­კის და კი­დევ არ ვი­ცი, ვის აგენ­ტებად იყო გა­მოყვა­ნი­ლი. ბერ­ძე­ნიშ­ვილ­ზეა საუბარი, კო­კო გამ­სახურ­დი­ა­ზე, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­ზე, ცოტ­ნე გამ­სახურ­დი­ა­ზე. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა მა­ინც რომ იჩივ­ლოს, სულ მცი­რე, ცი­ლის­წა­მების­თვი­საა ნი­კა გვა­რა­მია და­სა­ჭე­რი. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნებოთ, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლის საქ­მე არ უნ­და იყოს ცი­ლის­მწა­მებლუ­რი და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ში­ნა­არ­სის ფილ­მების კე­თება და მი­სი გავ­რცე­ლება. ასე რომ, სა­ზო­გა­დოების მხრი­დან მი­სი პი­როვ­ნება უნ­და შე­ფას­დეს, ეს აუ­ცი­ლებელია. ბოლოს და ბოლოს, კაცს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი ჰქვია და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­მაშ­ში „რა, სად, რო­დის“ გა­მო­დი­ო­და და ის არ უნ­და სცოდ­ნო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ვა­ლია და არა­ფე­რი შერ­ჩება საბოლო­ოდ?!“ - აღ­ნიშ­ნავს For.ge-სთან საუბარ­ში ონ­ლა­ინ-მე­დია For.ge-ს დამ­ფუძ­ნებელი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი  გია ია­კობაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნებული­ა, რომ გვა­რა­მი­ა­სა და მე­დი­ის და­კავ­ში­რება უცხოე­ლების და­სა­ნახად კეთ­დება. სი­ნამ­დვი­ლე­ში, „რუს­თა­ვი 2“ არც და­მო­უ­კი­დებელი კომ­პა­ნი­აა და არც გვა­რა­მია ყოფი­ლა მი­სი დი­რექ­ტო­რი.

მი­სი­ვე თქმით, ადა­მი­ანს მო­რა­ლუ­რი უფ­ლება უნ­და ჰქონ­დეს, ილა­პა­რა­კოს და აქ­ციები გა­მარ­თოს. ამის მი­ზე­ზი კი ისა­ა, რომ ამ ცხრა წლის გან­მავ­ლობაში ჩვენ ვუყურებდით ათას­ნა­ირ და­ჭე­რებს, რო­მელ­თა 90%-იც უსა­მარ­თლო ან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო. ეს ადა­მი­ა­ნები კი, რომ­ლებიც დღეს საპ­რო­ტეს­ტოდ გა­მო­დი­ან, არ­ცერთ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე არ მი­სუ­ლან და ვი­ღა­ცის და­სა­ცა­ვად სიტყვა არ უთ­ქვამთ.

ჟურ­ნა­ლისტ თა­მარ ჩი­ქო­ვა­ნის აზ­რით, ყვე­ლას აქვს უფ­ლება, ცალ­კე­ულ ადა­მი­ანს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უცხადოს და რა­ღაც გა­აპ­რო­ტეს­ტოს. ამ­დე­ნად, ძა­ლი­ან კარ­გი­ა, რომ, წი­ნა ხელი­სუფ­ლების­გან განსხვა­ვებით, ეს ხელი­სუფ­ლება მშვი­დად უყურებს ამ ყვე­ლა­ფერს. რაც შეეხება ნი­კა გვა­რა­მი­ას, თა­მარ ჩი­ქო­ვა­ნის თქმით, არ­სებული მა­სა­ლებით არ ირ­კვე­ვა, რომ ის ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და­კავ­ში­რებით და­ა­კა­ვეს, არა­მედ ეს მის პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლეობას უკავ­შირ­დებოდა.

„რა­ტომ უკავ­ში­რებენ ამ ყვე­ლა­ფერს მე­დი­ას? იმი­ტომ, რომ ეს და­სავ­ლე­თის­თვის კარ­გად ჟღერს, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ა­პა­ტიმ­რეს. ეს წი­თე­ლი ტი­ლოს აქ­ნე­ვაა და­სავ­ლე­თის­თვის, რომ, აი, და­მო­უ­კი­დებელ მე­დი­ას რო­გორ ავიწ­როებენ. ბუნებრი­ვი­ა, ნი­კა გვა­რა­მი­აც არ იტყვის, იმი­ტომ და­მა­პა­ტიმ­რეს, რომ ეჭ­ვი აქვთ, რომ ცუ­დად ვიქ­ცე­ო­დი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლეობის დრო­სო“, - აცხადებს თა­მარ ჩი­ქო­ვა­ნი.

ჟურ­ნა­ლის­ტის აზ­რით, გვა­რა­მია სულ რა­ღაც ერ­თი თვეც არ არის, რაც „რუს­თა­ვი 2“-ის გენ­დი­რექ­ტო­რია და ამ ერ­თი თვის გან­მავ­ლობაში ისე­თი გა­და­ცე­მები და თოქ-შო­უები არ ჰქო­ნი­ა, რომ ახალ ხელი­სუფ­ლებას მი­სი და­კა­ვება გა­ჩუ­მების მიზ­ნით გა­და­ეწყვი­ტა.

სტუ­დია GNS-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­ნა ლეჟავა გვა­რა­მი­ას და­კა­ვებას და­მო­უ­კი­დებელ მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლად არა­ნა­ი­რად არ აღიქ­ვამს. თუმ­ცა, თვი­თონ ფაქ­ტის შე­ფა­სების­გან გა­მო­ძიების დას­რუ­ლებამ­დე თავს იკა­ვებს. მი­სი თქმით, მტკი­ცებულებებზეა და­მო­კი­დებული გვა­რა­მი­ას, ხეთა­გუ­რის ან და­მე­ნი­ას ბედი. თუ­კი არ­სებობს მტკი­ცებულებები, რომ ისი­ნი გა­მო­ძიებას არ და­ე­მა­ლებიან, შე­საძ­ლებელი­ა, გი­რა­ოს სახით გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. ხოლო, თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩათ­ვლის, რომ ეს ხალხი და­ი­მა­ლება, წი­ნას­წარ პა­ტიმ­რობას შე­უ­ფარ­დებენ.

„ძა­ლი­ან ად­ვი­ლი გა­სათ­ვლე­ლი იყო, რომ ყოფი­ლი ხელი­სუფ­ლება გვა­რა­მი­ას და­კა­ვებას და­მო­უკი­დებელ მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლად შე­ა­ფა­სებდა. გვა­რა­მი­ას კა­ციც რომ მო­ეკ­ლა და ამის­თვის და­ე­ჭი­რათ, მა­ინც მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლად აღიქ­ვამ­და სა­ზო­გა­დოების ერ­თი ნა­წი­ლი, რო­მელ­საც ასე სურს, რომ წარ­მო­ა­ჩი­ნოს, თით­ქოს, ეს იყო მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა. თუმ­ცა მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა უფ­რო სხვა­ნა­ი­რი გვახსოვს და მა­შინ ის ნამ­დვი­ლად ზე­წო­ლა იყო“ - ამბობს  სტუ­დია GNS-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

 

პა­ა­ტა ცნობილა­ძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1745
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია