დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნოემბერში საქართველოში 110.5 მლნ აშშ დოლარი გადმოიგზავნა
2012/12/17 14:28:18

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2012 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 110.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 183.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6.3 მლნ აშშ დოლარით (10.5 მლნ ლარით), ანუ 6.1 პროცენტით მეტია 2011 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 % იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების ასევე 92.6 % მოდიოდა.
2012 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 10.0 მლნ აშშ დოლარი (16.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 8.4 მლნ აშშ დოლარის (13.9 მლნ ლარი) გასული წლის ნოემბერში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1635
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია