დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პატრიოტები“ ქუთაისის მერს უკვე უმზადებენ იმპიჩმენტს
2013/07/01 12:16:37

დღეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ოფისში ერთობლივი საგანგებო განცხადება გააკეთეს პარტიისა და ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა.

მათი თქმით, ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას, შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები, ტენდერები, უმოქმედოა შესყიდვების სამსახური და მოშლილია მთლიანად მერიის სტრუქტურა. პრობლემებია მერიის სტრუქტურის მუშაობაში, ყველაფერი ეს კი მიუთითებს, ქალაქის არასწორ მართვაზე“, – აცხადებენ „პატრიოტები “ და ქუთაისის მერს მოუწოდებენ, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალაქის ეფექტური მართვისთვის,

„მოვუწოდებთ დიმიტრი კოპალიანს, გონივრულ ვადებში გადადგას ნაბიჯები და განახორციელოს ქალაქის ეფექტური მართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორი ერთსულოვანი იყო „პატრიოტები“ მის არჩევაში, ასევე ერთსულოვანი იქნებიან მისი გადარჩევის დროსაც,“ – განაცხადა გოჩა თევდორაძემ, „პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი კოპალიანის ქუთაისის მერის პოსტზე მოღვაწეობის მოკლევადიანობის შესახებ ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. მერის შესარჩევი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის პერიოდშიც კი ამბობდნენ, რომ დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის დროებითი მერი იქნებოდა, რამდენიმე თვეში კი ის წავიდოდა პოსტიდან და მის ადგილს ბაკურ ბალანჩივაძე დაიკავებდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1892
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია