დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გრძელვადიანი თემა №1 ოთხი მილიონი ქართველისათვის
2012/11/12 13:39:52

თემა: „საპარლამენტო ქუთაისი“ და კითხვა: „დარჩება თუ არა   პარლამენტი ქუთაისში“ საქართველოს საინფორმაციო სივრცეში აღარაა პრიორიტეტული თემა 1...


ახლა აქტუალურია:

ბაჩო ახალაიასთვის წაყენებული ბრალი: ადამიანის უფლებების შელახვაა, თუ სამართლიანი სასჯელი...
გიორგი კალანდაძე: გმირია თუ „არაგმირი“?  წაგებული ომის გენერალი?..
პრეზიდენტი ჩაბნელებულ სასახლეში: ადმინისტრაციული  ხარჯების
მოსალოდნელი შემცირების გამო აკეთებს ელექტროენერგიის გადასახადის ეკონომიას, თუ საზოგადოებას თავს აცოდებს?..

საზოგადოებრივი მაუწყებელი: უნდა შეემოწმებინა თუ არა საზოგადოების ფულის ხარჯვა ფინანსთა სამინისტროს?
სახალხო დამცველი: რატომ  ცდილობს უმრავლესობა წინამორბედებივით
„შინაურების“ დანიშვნას?..

გიგი უგულავა: რომელიც ახალმა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე არ დაუშვა.
„საიდან სადაო, აქ შენი ადგილი არააო!“

 

ფაქტია, რომ ცხოვრება საინტერესო გახდა: სანახაობრივი...

და ყველაფრის მიუხედავად, რამდენი გენერალი, მინისტრი, მერი და
გუბერნატორიც არ უნდა დაიჭირონ, მე მაინტერესებს ყველაზე მთავარი:
დააპატიმრებენ თუ არა ქუთაისის მომავალს, რომელიც, რატომღაც მეჩვენება, რომ დასაჭერების რიგში დგას!

მე მაინტერესებს: რა იქნება ქუთაისი ხვალ? რას გავაკეთებ მე ამ ქალაქში?

მე მაინტერესებს: კიდევ რამდენი წელი მექნება უპერსპექტივობის განცდა?

კიდევ რამდენი  წლით უნდა წავიდე  სხვა ქალაქში სამუშაოდ? და, საერთოდ, ღირდა კი დაბრუნება?
მე მაინტერესებს: უნდა იცხოვრონ თუ არა ჩემმა შვილებმა ჩემს ქალაქში?

მე მაინტერესებს: ყველაფერი, რაც ჩემს ქალაქს და ჩემს სამშობლოს ეხება  და ამიტომ სულერთი არაა, დარჩება თუ არა პარლამენტი ქუთაისში; გახდება თუ არა ქუთაისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ადგილი; იქნება თუ არა ქუთაისი ქალაქი ხვალ, ზეგ, მომავალში?

და საერთოდ - გვეღირსება კი  ხელისუფლებაში ძალა, რომელსაც შეუძლია იტვირთოს დეცენტრალიზაციის მისია?

რატომღაც მგონია, რომ  მე მარტო არა ვარ და  კითხვა - „დატოვებენ“? - დაახლოებით 195 000 ქუთაისელის, დაახლოებით 700 000 იმერელის და, დაახლოებით, 4 000 000 ქართველისთვის არის გრძელვადიანი თემა ?1.

იმიტომ, რომ პარლამენტის ქუთაისში დარჩენით:

თბილისი სნობებისა  და  მათი მანქანების  გამონაბოლქვისგან განიტვირთება;

დედაქალაქს 150 ამბიციური პოლიტიკოსი დააკლდება და ქუთაისს ამით არაფერი დააკლდება იმიტომ, რომ ერთი გენიალური ქართველი მწერლის  მოთხრობისა არ იყოს: აქ, შუა იმერეთში, ძალაუნებურად აღმოაჩენენ: „ერთი რამის სიყვარულს, დაფარვა რომ სჭირდება“...
მოდით, შევხედოთ  ქუთაისს როგორც „კარცერ-ლუქსს“ 150 პოლიტიკოსისთვის:))

დეპუტატებს ასკეტური ცხოვრება მოუწევთ: ბინა ქირით, წყალი გრაფიკით, ქარი და წვიმა უგრაფიკოდ:))
ნაცრისფერ, უსახურ, უწყლო და  უფულო ქალაქში სამშობლოსთვის „გადმოსახლებას“ მხოლოდ ისინი გაუძლებენ, ვისაც წინასაარჩევნოდ დაპირებული ფასეულობების და ღირებულებების დეკაბრისტებივით სჯერათ.

არადა, როგორ გვაკლია გულწრფელი იდეალისტები პოლიტიკაში:))

 

P.S. მე მიყვარს ქუთაისი და მინდა, ვიცოდე: რა ბედი ელის ქუთაისს ხვალ, ზეგ, მომავალში?

 

ელისო გოლეთიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1602
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია