დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩინელები ფიქრობენ, რომ საქართველოს ჩაის წარმოებისთვის დიდი პოტენციალი აქვს
2015/12/24 10:55:32

სოფლის მეურნოების  სამინისტროშიჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩაის მწარმოებლებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  საქართველოს მთავრობისთვის სოფლის მეურნეობის დარგი პრიორიტეტულია. სახელმწიფოს ხელშეწყობით არაერთი  მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება,  მათ შორის  საქართველოში ჩაის პლანტაციების განვითარების პროგრამა. მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.


შეხვედრაზე ინვესტორებმა  ჩინეთის ჩაის წარმოების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ჩაის განვითარების კუთხით დიდი   პოტენციალი აქვს.

 

როგორც მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა ჩინელ ინვესტორებთან შეხვედრისას აღნიშნა, ჩაის  განვითარების სახელმწიფო პროგრამა  ფერმერებისთვის ექსტენციის და სწავლების კომპონენტს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ფერმერები ჩაის წარმოების  თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნონ.   

 

 

 შეხვედრაზე აჭარის რეგიონში  ჩაის მუზეუმის გახსნის იდეაც განიხილეს, რაც  საქართველოში ჩაის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7886
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია