დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქრისტიან-დემოკრატები „ქვითრების ომში“ ჩაებნენ
2012/06/18 13:13:16

14 ივნისს ფრაქცია ქრსტიან-დემოკრატების ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერმა, დავით დვალმა, მათსავე ოფისში ჟურნალისტებისათვის ბრიფინგი გამართა. მან ქუთაისის გაერთიანებულ წყალმომარაგებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქუთაისში ერთსა და იმავე ოჯახში მცხოვრებ წევრებს წყლის გადასახადი ცალ-ცალკე მოსდით.

 

„წყლის კომპანიაში წარმოშობილი პრობლემები, ასევე მათი კომპანიის მენეჯმენტი და მართვა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ერთი და იმავე ოჯახში სხვადასხვა წევრზე, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან სხვადასხვა აბონენტის ნომრებით, მოდის გადასახადი, რაც გაუმართავ მენეჯმენტსა და მუშაობაზე მიუთითებს,“ - აცხადებს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე დავით დვალი.

ქუთაისის გაერთიანებულ წყალმომარაგებაში კი მათ ბრალდებებს ასე პასუხობენ:

„მიმდინარე წლის ივნისიდან მოხდა ბილინგის სისტემაში ახალი პროგრამის შემუშავება, რამაც გარკვეული პრობლემები გამოიწვია. თუმცა, ნელ-ნელა იკლო ამ პრობლემების რაოდენობამ, მაგრამ, თუ კიდევ დაფიქსირდება ასეთი პრობლემა, აუცილებლად მოგვმართონ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მათ დასახმარებლად,“ - აცხადებს წყალმომარაგების ქუთაისის სერვისცენტრის დირექტორი ლაშა გურგენიძე. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1698
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია