საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთში მცირემიწიან ფერმერებს 56 ტრაქტორი მოემსახურება
2015/04/14 17:25:17

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის  ფარგლებში  ხვნის სამუშაოების განსახორციელებლად  83 ერთეული ტექნიკა დასავლეთ საქართველოში გადადის


სოფლის მეურნეობის სამინისტროს „მცირემიწიან ფერმერთა  2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხვნის სამუშაოები დასავლეთ საქართველოში იწყება. შპს „მექანიზატორს“, რომელიც საგაზაფხულო სამუშაოებს ახორციელებს,  14 აპრილიდან  ტექნიკა სამეგრელოსა და იმერეთში გადაყავს.

დასავლეთ საქართველოში შპს „მექანიზატორის“ ქარელის და კასპის სერვისცენტრების ბრიგადების  30 ერთეული და მარნეულის, ბოლნისის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის ბრიგადების  53 ერთეული ტექნიკა გადავა.


ტექნიკის დამატებითი ერთეულები შევა:


სამეგრელოში (27 ერთეული) - ზუგდიდის რაიონი, სოფელი ურთა (6),  ჩხოროწყუ, ახუთი (5), მარტვილი (6), სენაკი, ძველი სენაკი (10);

იმერეთში (56 ერთეული) - სამტრედია, გომი (6), ნაბაკევი (5), ვანი (5), ზეინდარი (5), წყალტუბო, მაღლაკი (8), ფარცხანაყანები (9), ხონი, დედალაური (8), ჭიათურა (5), კაცხი, ტყიბული, ხრესილი (5).


 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის განცხადებით, „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხვნის სამუშაოები აგროვადების დაცვით მიმდინარეობს. პროგრამის ბენეფიციარი წელს  800 ათასი მცირე ფერმერია და 14 აპრილის მდგომარეობით, 39 000 ჰა მიწის ფართობია დამუშავებული

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2875
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია