დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილი - თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული იყო როგორც ქვეყანაში, ისე მთელ სამხრეთ კავკასიაში
ავტორი:
2014/ივლისი/14 16:00:03
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით , საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო ყველაზე დემოკრატიული როგორც ქვეყანაში, ისე მთელ სამხრეთ კავკასიაში.
ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ეს არის მართლაც ყველაზე დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებლობის ისტორიაში. ამ ტიპის და მასშტაბის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა და მგონი არც მთელ სამხრეთ კავკასიაში, ამიტომ მართლაც მისასალმებელია, როგორც ჩატარდა იგი მინიმალური შენიშვნებით. შენიშვნები, რა თქმა უნდა, იყო, თუმცა მათ არ მოუხდენიათ გავლენა არჩევნების შედეგებზე. გარდა ამისა, მეორე ტურის ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეტყველებს დემოკრატიის დოენზე ქართულ საზოგადოებაში. მე ვამაყობ, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელმაც ძალიან მაღალი დონის სიმწიფე და ევროპული მონაწილეობა აჩვენა. კი დაბალი იყო მონაწილეობა, ამას გაანალიზება სჭირდება ცალსახად, მაგრამ ფაქტია, რომ ვინც აქტიურად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მხარი დაუჭირა იმ რეფორმებს რასაც "ქართული ოცნება" ახორციელებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შეიძლება თუ არა შემუშავდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გარკვეულ ვალდებულებას დააკისრებს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ის კატეგორიულად არის ამის წინააღმდეგი.
"ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება. თუმცა, ბევრი ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ევროპულში, არსებობს გარკვეული ნორმები, მაგრამ მე ვთვლი, რომ მოქალაქე თვითონ ღებულობს გადაწყვეტილებას, მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია