დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია დაასრულა
ავტორი:
2013/ნოემბერი/05 11:30:03
მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებული პირთათვის 20-ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს, ქუთაისში დადიანის ქუჩაზე, ყოფილი პოლიციის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულება 757 010.169 ლარია, 2012 წელს დაიწყო და წელს დასრულდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა 10 ერთ ოთახიანი, 6 ორ ოთახიანი და 4 სამ ოთახიანი ბინის რეაბილიტაცია, ხოლო ერთი ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია.
მშენებლობაზე 30 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც უმრავლესობა იძულებით გადაადგილებული პირი იყო.
ყველა საცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობლები, ასევე, დაიდგა "კარმის" ტიპის გაზგამათბობელი. ეზოში მოწყობილია სათამაშო ატრაქციონი, ასევე, მოეწყო ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარეგანათების ქსელი და დეკორატიული სანათები.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. USAID-ის მიერ პროექტის განსახორციელებლად საერთო ჯამში 11 982 688.23 ლარია გამოყოფილი.
პროექტის დასრულების შედეგად, დევნილებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსი და 335 ბინა მოეწყობა.
მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში ათი კორპუსის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული შენობები ქუთაისსა და წყალტუბოში უკვე გაიხსნა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია