დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
ავტორი:
2014/ივლისი/13 15:30:02
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 14 ივლისს ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი მურეი მაკკალი ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ქართველ კოლეგას მაია ფანჯიკიძეს შეხვდება.
მინისტრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერენ ხელს. საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების შეხვედრის შემდეგ მინისტრების ერთობრივი პრესკონფერენციაც გაიმართება.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
საქართველოში ეს ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია