დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით საგანელიძე - ედუარდ შევარდნაძე მსოფლიო მასშტაბის პიროვნება იყო
ავტორი:
2014/ივლისი/13 14:30:02
ედუარდ შევარდნაძე იყო ძალიან დიდი პოლიტიკოსი და მსოფლიო მასშტაბის პიროვნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მეორე პრეზიდენტმა მართლა ძალიან ბევრ ეპოქალურ მოვლენას დაუდო საფუძველი მთელ მსოფლიოში.
"დიდია მისი როლი საქართველოს ყველაზე რთული პერიოდის ისტორიაში და შესაბამისად, ბუნებრივია, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები მისი მოღვაწეობის შესახებ. ამიტომაც ვამბობ ყოველთვის, რომ ათწლეულები არ ეყოფა და ალბათ საუკუნე სჭირდება, რათა გააზრებული იყოს მთლიანად საქართველოს ისტორიაში მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი, 21-ე საუკუნის დასაწყისი და პოლიტიკოსების როლი. ამას ალბათ ქართული საზოგადოება გაიაზრებს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ედუარდ შევარდნაძე იყო ძალიან დიდი პოლიტიკოსი და მსოფლიო მასშტაბის პიროვნება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია