დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლიტვის სეიმის სპიკერი - საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ბევრი რამ გააკეთა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/07 12:00:03
ლიტვის სეიმის სპიკერი, ლორეტა გრაუჟინენე აცხადებს, რომ მას არასდროს ეპარებოდა ეჭვი საქართველოს არჩევანში, რომელიც ევროპისკენ არის მიმართული.
როგორც მან საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ლიტვის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის ინიციატივა, რომლის უმთავრესი მიზანია მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნებს, რომელთაც სურთ შეცვალონ საკუთარი პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკა, საზოგადოება და შეუერთდნენ თავისუფალ და ერთიან ევროპას.
"საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ბევრი რამ გააკეთა. ამიტომ ბუნებრივია, რომ იგი ბევრს ელის აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორების სამიტის შედეგებიდან, რომელიც გაიმართება ვილნიუსში ნოემბერში. ჩვენ, ლიტველებსაც დიდი მოლოდინი გვაქვს უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენ, საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის მიგვაჩნდა ლიტვის ნამდვილ ერთგულ მეგობრად და მოკავშირედ. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია ის, რომ ლიტვასა და ევროკავშირს სურთ აღმოსავლეთ ევროპის მეზობლები იხილოს უსაფთხო, თანამედროვე და დასავლეთ სახელმწიფოთა რიგებში", - განაცხადა ლორეტა გრაუზინიენემ სიტყვით გამოსვლისას.
მან საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს, ხელისუფლების წარმომადგენლებს უსურვა მოთმინება, სიძლიერე და წარმატებების მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე.
"ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მნიშვნელოვანი სტიმული გახდეს საქართველოში. თქვენ, საქართველოს პოლიტიკოსებს გიყურებთ ქართული საზოგადოება, რომელიც ელის თქვენს მიერ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას. გისურვებთ ყოვლისმომცველ, გონივრულ და ისეთ დისკუსიას, რომელიც მოიცავს არა მარტო წარსულს, არამედ მომავალსაც", - აღნიშნა ლორეტა გრაუჟინენემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1259
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია