დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ცესკო მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის 10 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვებას სთხოვს
ავტორი:
2017/აგვისტო/24 16:30:02
გუშინ ცესკომ სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება მიიღო და დამიწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ელისაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, მივიდნენ მის საარჩევნო შტაბში და 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებაში დაეხმარონ.
„გულითადი თხოვნა ყველა ჩემს მხარდამჭერს! გუშინ ცესკომ სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება მიიღო და დამიწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის. ხელისუფლებას როგორც ჩანს ჰგონია, რომ ვერ შევძლებ 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებას. მოგმართავთ თითოეულ ჩემს მხარდამჭერს, არ დაიზაროთ, მოდით ჩემს საარჩევნო შტაბში ხელმოწერების ბლანკისათვის. დამიდექით მხარში, რომ დავუმტკიცოთ ხელისუფლებას, რომ არ ვართ ცოტანი და შეგვიძლია შეუძლებელი შევძლოთ! ყველას დიდი მადლობა წინასწარ. ჩემი შტაბის მისამართია - ყოფილი საბურთალოს ქუჩა 45 (ამჟამად ცინცაძის ქუჩა)“, - წერს ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილს ხელმოწერის შესაგროვებლად ერთკვირიანი ვადა აქვს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 773
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია