დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ბარამიძემ გიგი უგულავას დაპატიმრებაზე საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა
ავტორი:
2014/ივლისი/11 17:00:02
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრების საკითხს ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, სასიხარულოა, რომ წინა ხელისუფლების დროს დაწყებული ტრადიცია ევროპულ საკითხებზე მსჯელობის გრძელდება, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიუხედავად "საქართველომ დაამყარა რეკორდი ცუდი საქმის გაკეთებაში".
გიორგი ბარამიძის განმარტებით, არჩევნების დროს ხელისუფლებამ დააპატიმრა მთავარი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, რაც ქართული დემოკრატიისთვის სერიოზული პრობლემაა.
"ძალიან მიხარია, რომ ჩვენს მიერ დაწყებული ტრადიცია ევროპულ საკითხზე მსჯელობასთან დაკავშირებით გრძელდება, მაგრამ ძალიან გული მწყდება, რომ ეს კონფერენცია ტარდება იმ დროს, როდესაც მიუხედავად საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა, ქვეყანამ დაიწყო წინსვლა არა დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, არამედ - ძალიან სერიოზული შემაშფოთებელი უკუსვლა. იმიტომ, რომ სამწუხაროდ, საქართველომ დაამყარა რეკორდი ცუდი საქმის გაკეთებაში, რაც ადრე არასდროს ყოფილა. ხელისუფლებამ არჩევნების დროს დააპატიმრა მთავარი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ქართული დემოკრატიისთვის, ეს არ არის ის, რაც ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთებას წარმოადგენს და არც ის, რაც ამ ხელშეკრულებაში არის მიზნების სახით დასახული", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები ვერ წაადგება ქვეყანას და აქედან გამომდინარე, ასოცირების ხელშეკრულება ვერ მოიტანს იმ შედეგს, რაც საქართველოს სურს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 934
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია