დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო მზადაა, ჩინეთთან კიდევ უფრო განავითაროს ურთიერთობა
ავტორი:
2017/სექტემბერი/29 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kvirikashvili-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455100-giorgi-kvirikashvili-saqarthvelo-mzadaa-chineththan-kidev-ufro-ganavitharos-urthierthoba.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო მზადაა, ჩინეთთან კიდევ უფრო განავითაროს ურთიერთობა ", "datePublished": "2017-09-29 17:04:14", "dateModified": "2017-09-29 17:04:14", "description": "საქართველო მზადაა, ჩინეთთან კიდევ უფრო განავითაროს ურთიერთობა და სრულად აითვისოს სავაჭრო, ეკონომიკუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kvirikashvili-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველო მზადაა, ჩინეთთან კიდევ უფრო განავითაროს ურთიერთობა და სრულად აითვისოს სავაჭრო, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული კუთხით არსებული პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 68-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრა და იმ პოტენციალს გაუსვა ხაზი, რაც საქართველოსა და ჩინეთს სავაჭრო, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული კუთხით გააჩნიათ.

,,ჩვენ მრავალი მიმართულებით უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ, თუმცა, წინ კიდევ უამრავი შესაძლებლობა გველის, რაც, დიდწილად უკავშირდება ჩინეთის პრეზიდენტის, ბატონ სი ძინპინის ინიციატივას “ერთი სარტელი-ერთი გზა”. განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის ხელშეკრულება, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მოეწერა ხელი, ეს არის ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის და მნიშვნელოვნად გააღრმავებს ჩვენს შორის თანამშრომლობას“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ჩინეთი საქართველოს სამ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უმსხვილესი ინვესტორია. ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით კი, ჩინეთი გასაღების მეორე ბაზარს წარმოადგენს, დინამიკა კი მზარდია.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო ღიაა ჩინური ინვესტიციების, ბიზნეს იდეებისა და ინოვაციებისთვის. ,,საქართველოს ხელისუფლების მაღალ პრიორიტეტებს შორისაა ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება და პროექტ ,,ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ფარგლებში ჩვენი ერთიანი ხედვის ხორცშესხმა. 2015 წელს, ჩვენმა მთავრობამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს” წარმატებით უმასპინძლა და დიდი სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ წელს, 28-29 ნოემბერს, თბილისი უმასპინძლებს “ერთი სარტყელი, ერთი გზის” მეორე ფორუმს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო მზადაა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან კიდევ უფრო განავითაროს ურთიერთობა და სრულად აითვისოს არსებული პოტენციალი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 658
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია