დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - ჩვენ გვინდა, საქართველო გახდეს არა კონფრონტაციის, არამედ თანამშრომლობის ადგილი
ავტორი:
2014/ივლისი/11 14:00:09
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბათუმში მიმდინარე კონფერენციას - "საქართველოს ევროპული გზა" ესწრება.
როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე გზას უხსნის არა მხოლოდ საქართველოს ბიზნესს ევროპისკენ და აძლევს მას ახალ პერსპექტივებს, არამედ იგი ქმნის ხელსაყრელ პირობებს უცხოური ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში. როგორც მაია ფანჯიკიძემ განმარტა, უცხოური ბიზნესიდან არ გამოირიცხება რუსეთის ბიზნესი და ეს არის მათთვისაც ახალი შესაძლებლობები.
"პირველ რიგში მე მინდა მიგაქცევინოთ ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან მესიჯზე, რომელიც გააჟღერა დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა თავის გამოსვლაში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს არა კონფრონტაციის ადგილი არამედ თანამშრომლობის ადგილი. ის გამოწვევები, რაც არის ჩვენს წინაშე გადაითარგმნოს შესაძლებლობებში. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე გზას უხსნი არა მხოლოდ საქართველოს ბიზნესს ევროპისკენ და აძლევს მას ახალ პერსპექტივებს, არამედ იგი ქმნის, ასევე ძალიან ხელსაყრელ პირობებს უცხოური ბიზნესის განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში. უცხოური ბიზნესიდან არ გამოირიცხება რუსეთის ბიზნესი პირიქით, ეს არის მათთვისაც ახალი შესაძლებლობები. ამიტომ აი ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც გვაქვს ჩვენი მეზობელი ქვეყნების მისამართით", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების შესაძლო გართულების ნიშნები ჯერჯერობით არ არის და 7 ივლისის აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებს ეხებოდა.
"რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება გართულდეს სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერჯერობით ამის ნიშნებს საბედნიეროდ ვერ ვხედავ და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც დარჩება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 7 ივლისს პარაღაში გამართული შეხვედრა, რომ ჩვენ, ჩვენის მხრივ, განგვემარტა, რუსი კოლეგებისთვის თუ რას ნიშნავდა ახალი პირობები საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისთვის, მოგვესმინა მათი შეკითხვები, გვეპასუხა შეკითხვებზე და აღმოგვეფხვრა ყველანაირი გაუგებრობა, რაც შეიძლება არსებობდეს. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ ორმხრივი ინტერესი არსებობს ამ თემის მიმართ და იმედი მაქვს, რომ სწორედ ის მოხდება, რაც პრემიერმა თქვა, რომ ის ახალი გამოწვევები გადაიზრდება და გადაითარგმნება ახალ შესაძლებლობებში. არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული საქართველოს მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ევროკავშირთან", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 934
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია