დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საარჩევნოდ რეგისტრაციის მიზნით ცესკოს 34-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა
ავტორი:
2014/მაისი/04 16:30:01
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის პროცესი დაასრულა. ცესკოს რეგისტრაციის მიზნით 34-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, დარეგისტრირდა 26 პოლიტიკური გაერთიანება, ხოლო 6-ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე რეგისტრირებულია 2 საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება" და "არასაპარლამენტო ოპოზიცია". კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს 3 მაისის ჩათვლით უნდა წარედგინათ განაცხადი საარჩევნო ბლოკის შექმნის თაობაზე. ბლოკების შექმნის მიზნით კომისიაში, ზემოაღნიშნული ვადის გათვალისწინებით დამატებით ორი განაცხადია შემოსული: რეგისტრირებული პარტიებიდან ბლოკის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შექმნის თაობაზე ცესკოს, პ/გ-მ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ" მიმართეს, ხოლო "თვითმმართველობა ხალხს" ბლოკის შექმნის მოთხოვნით, კომისიაში განაცხადი შეიტანეს პარტიებმა - "ევროპელი დემოკრატები"და "სამართლიანი საქართველოსთვის".
საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ზემოაღნიშნული პარტიების ბლოკებად რეგისტრაციის პროცედურები 9 მაისისთვის დასრულდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია