დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა
ავტორი:
2014/ივლისი/10 21:30:02
ბათუმში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ პოლონეთის სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩთან შეხვედრა გამართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებასა და ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
პოლონეთის სენატის მარშალმა დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს დემოკრატიზაციისა და რეფორმების განხორციელების კუთხით, რამაც განაპირობა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და რაც ადეკვატურად აისახა მ/წლის 27 ივნისს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს საქართველოში სტუმრობისა და აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობისათვის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია