დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მელია ნარმანიას - ბიძინა ივანიშვილმა რომ დაგირეკოთ და გითხრათ - იდექით ღამის 12-ის ნახევრამდე იქ, სადაც დგახართო, იდგებით
ავტორი:
2014/ივლისი/09 22:00:02
ბიძინა ივანიშვილმა რომ დაგირეკოთ და გითხრათ - იდექით ღამის 12-ის ნახევრამდე იქ, სადაც დგახართო, იდგებით, - ასე მიმართა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ დებატებზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ "ქართული ოცნების" კანდიდატ დავით ნარმანიას.
დებატებზე "ტაბულას" ჟურნალისტმა დავით ნარმანიას ჰკითხა, ხომ არ აპირებს ისიც ხასიათის ცვლილებას, რადგან ბიძინა ივანიშვილმა მის კიდევ ერთ ფავორიტზე, გიორგი მარგველაშვილზე, მას შემდეც, რაც პრეზიდენტი გახდა, განაცხადა, რომ ხასიათი შეეცვალა.
"მე რომ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ვიყო, ვიტყოდი რომ ვარ მისი მეგობარი და ამას არ მოვერიდებოდი. ბიძინა ივანიშვილმა ახლა შეიძლება დაგირეკოთ და გითხრათ, რომ იდგეთ ღამის 12-ის ნახევრამდე იქ, სადაც დგახართ. სანამ არ გადმოგირეკავთ, თქვენ იდგებით 12-ის ნახევრამდე იქ, სადაც გეტყვით", - განაცხადა მელიამ.
ნარმანიას თქმით კი, ეს კითხვა სასაცილო და ღიმილისმომგვრელია. "სასაცილო და ღიმილისმომგვრელი კითხვაა. ბიძინა ივანიშვილი იყო კოალიციის ლიდერი და სწორედ მის კომპეტენციაში შედიოდა დაესახელებინა მერის კანდიდატურა. ეს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი პრემიერის ცვლილების შემდეგაც, რადგან ამასთან დაკავშირებით არსებობდა კონსენსუსი კოალიციაში. ეს არის სასაცილო კითხვა", - აღნიშნა ნარმანიამ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია