დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სამეგრელოს რეგიონში პირველი იუსტიციის სახლი დღეს ზუგდიდში საზეიმოდ გაიხსნება
ავტორი:
2014/ივნისი/07 10:30:01
იუსტიცის სახლის კიდევ ერთი, რიგით მეცამეტე ფილიალი დღეს, თეატრის ქ. №2-ში, საზეიმოდ გაიხსნება. ზუგდიდის იუსტიციის სახლი სამეგრელოს რეგიონში პირველი ფილიალია და სიდიდით ფილიალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.
დღეიდან უკვე სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობასაც შეეძლება 300-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტის დაცვით მინიმალურ დროში კომფორტულ გარემოში მიღება.
ზუგდიდის იუსტიციის სახლს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 19:00 საათზე საზეიმოდ გახსნის. ოფიციალურ ცერემონიას მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დელეგაციები დაესწრებიან.
ზუგდიდის იუსტიციის სახლის კონცეფციაც, სხვა ფილიალების მსგავსად, სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს. მომსახურების დარბაზი დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცედ. სწრაფი მომსახურების სივრცეში ზუგდიდელი მომხმარებელი სასურველ სერვისს 1-5 წუთამდე დროში მიიღებს, ხოლო ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში 15 წუთამდე დროში, ლოდინის პერიოდი კი, საშუალოდ, 15 წამიდან 1,5 წუთამდე გასტანს.
იუსტიციის სახლის ფილიალების მშენებლობა 2016 წლამდე საქართველოს მასშტაბით კიდევ 6 ქალაქში, კერძოდ, ფოთში, მცხეთაში, ყაზბეგში, ლაგოდეხში, თიანეთსა და ბორჯომშია დაგეგმილი; ამ დროისთვის კი, იუსტიციის სახლის ფილიალები პრაქტიკულად ყველა მსხვილ ქალქში მოქმედებს და ჯამში დღის განმავლობაში 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია