დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს არანაირი ვიზიტის განხორციელებაში პრობლემა არ შეუქმნია
ავტორი:
2014/ივლისი/09 13:00:02
არც ერთ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს არ შეუქმნია პრობლემა არანაირი ვიზიტის განხორციელებაში , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. ამით მინისტრი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაერო-ს გენერალური მდივნისთვის გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე მონაწილეობის დადსტურება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-ს არ აცნობა.
როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო დავალება ქვეყნის პერმიერ-მინისტრისგან და მთავრობისგან, რომ მოემზადებინა საქართველოს პრემიერის ვიზიტი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, შესაბამისად სამინისტრომ დაიწყო ამაზე მუშაობა.
"ამ მუშაობაში შედის ის, რომ პრემიერ-მინისტრი გამოვა სიტყვით. მას ექნება ორმხრივი შეხვედრები, ექნება შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან და მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე პარალელურ ღონისძიებაში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არასოდეს ჰქონია პრობლემა საგარეო ვიზიტების მომზადებისას, იქნება ეს პრემიერის, თუ პრეზიდენტის დონეზე.
"ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც განხორციელდა ბოლო პერიოდის განმავლობაში რაც მე ვხელმძღვანელობ ამ უწყებას, იყო ძალიან კარგად ორგანიზებული და შესაბამისად ემსახურებოდა ორივე პირის საგარეო ვიზიტებს. არც მომავალში არანაირი დაბრკოლება საგარეო საქმეთა სამინისტროდან არ იქნება. სამინისტრო მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს. ორგანიზებას უკეთებს ვიზიტებს. არც ერთ შემთხვევაში საგარეოს არ შეუშლია ხელი არანაირი ვიზიტების განხორციელებაში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის მიწვევით, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს ნიუ-იორკში დაგეგმილ გაერო-ს სამიტში, კლიმატის ცვლილებების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაცის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სამიტში მონაწილეობა დაადასტურა, რის შესახებაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად ეცნობა. ამასთან, გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეო უწყება პრეზიდენტის თანხმობის შესახებ ინფრომაციას გაერო-ს არ უგზავნის.
ამასთან, პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება სამიტს კლიმატის ცვლილებების შესახებ და პლენარულ სხდომას.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია