დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მზადაა გადადგას შემდგომი ნაბიჯები ნატოში გაწევრიანების გზაზე
ავტორი:
2018/მაისი/23 22:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/janelidze_cbbb5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494737-mikheil-janelidze-saqarthvelo-mzadaa-gadadgas-shemdgomi-nabijebi-natoshi-gatsevrianebis-gzaze.html", "headline": " მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მზადაა გადადგას შემდგომი ნაბიჯები ნატოში გაწევრიანების გზაზე", "datePublished": "2018-05-23 18:03:36", "dateModified": "2018-05-23 18:03:36", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/janelidze_cbbb5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კონფერენცია ვაშინგტონში ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ნენსი ლინბორგმა გახსნეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობდა პანელში გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მოქმედებაში. საქართველოს ვიცე-პრემიერთან ერთად აღნიშნულ სესიაში მონაწილეობდნენ ფიონა ჰილი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპისა და რუსეთის საკითხების დირექტორი, ჯეიმს კარაფანო - ჰერითიჯ ფაუნდეიშენის ვიცე-პრეზიდენტი, რობერტ კარემი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ლუკ კოფი - ჰერითიჯ ფაუნდეიშენის წარმომადგენელი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც ევროპაში ერთ-ერთი პირველი დემოკრატიული სახელმწიფოს შესახებ, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 1991 წელს, დამოუკიდებლობების გამოცხადების შემდგომ საქართველოს განვითარებასა და დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს როლზე.

მათივე ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა აშშ-ის განსაკუთრებულ ძალისხმევას, რომელიც მან გასწია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. „ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით. ამაყები ვართ, რომ საქართველო არის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და მთავარი მოკავშირე რეგიონში“, - აღნიშნა ჯანელიძემ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რომელიც დიდ ყურადღებას იქცევს დასავლეთის მხრიდან 90-იან წლებიდან მოყოლებული დღემდე, რადგან საქართველო წარმოადგენს ერთგვარ კარიბჭეს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპა-აზიას შორის სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებაში და ასევე ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.
„ჩვენ დახმარების მიმღები ქვეყნიდან ვიქეცით კონტრიბუციის განმახორციელებელ ქვეყანად, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე უკვე იმ შესაძლებლობებით, რასაც საქართველომ მიაღწია ეკონომიკური განვითარებით, იმ შესაძლებლობებით, რასაც ვუხსნით ევროპულ ბიზნესს და ევროპულ კომპანიებს, იმ მნიშვნელოვანი როლით, რასაც ვასრულებთ ევროატლანტიკური სივრცის ენერგო უსაფრთხოებაში და ენერგო წყაროების დივერსიფიცირებაში“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს, რომელიც კონფლიქტების მხრივ რთულ რეგიონში იმყოფება მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის და გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში.
„ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მონაწილეობა ცხადყოფს, საქართველოს ძალისხმევაზე საერთაშორისო და ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში“, - აღნიშნა ჯანელიძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ მხრივ ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მისი თქმით, დღეს საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ამ პროცესში აშშ-ის როლი გადამწყვეტია.
„სულ რამდენიმე დღის წინ მდივანი პომპეოს და საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებებით ძალიან წახალისებულნი ვართ. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ მივყავართ წევრობისკენ. ჩვენ გაგვაჩნია უფრო მეტი ინსტრუმენტი ვიდრე ნატო-ს წევრობის კანდიდატ ქვეყნებს და გვჯერა, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად ვართ მომზადებულნი, რომ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გაწევრიანების გზაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების კიდევ ერთი ხელშემწყობი იქნება და ჩვენ კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოვუტანთ ევრო-ატლანტიკური საზოგადოების ინტერესს“-აღნიშნა ჯანელიძემ და დასძინა, რომ დღეს ცალკეული რეჟიმები ცდილობენ ევროატლანტიკური სივრცის დისკრედიტაციას და მისი უსაფრთხოების გამოწვევას, რაც საჭიროს ხდის ერთიან ძალისხმევას ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში მშვიდობის და შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად.
„ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პერიოდში გადამწყვეტია ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წინსვლა. საქართველო არის მოწინავეთა შორის და ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება დაინტერესებულ ძალებს ჩამოაშოროს საქართველო ამ ოჯახს. ახლა დროა გადავდგათ ახალი ნაბიჯები როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში“, - განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესი და მიღწევები ალიანსში ინტეგრაციის გზაზე სათანადოდ იქნება ასახული.
„როცა ვსაუბრობთ მონტენეგროსა და მაკედონიაზე, მე რა თქმა უნდა ყველას წარმატებას ვუსურვებ ნატოში ინტეგრაციის პროცესში, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე მიმაჩნია, რომ აქ საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მოძიებული“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელიც რუსეთის მხრიდან ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება. მან კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და ასევე საქართველოს ძალისხმევაზე, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მიმართავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ამ მხრივ, ჯანელიძემ ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, რაც მხარდამჭერ პოლიტიკურ განცხადებებში, კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სამშვიდობო პროცესში აშშ-ის უშუალო ჩართულობაში გამოიხატება.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებიც სწორედ ემსახურება და მიმართულია იმისკენ, რომ უზრუნველვყოთ მშვიდობიანი გზებით საქართველოს გაერთიანება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 457
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია