დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე ჯეიმს აპატურაის ხვდება
ავტორი:
2014/ივლისი/09 11:30:04
საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ მაია ფანჯიკიძესა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის შეხვედრა მიმდინარეობს.
ეს არის პირველი შეხვედრა, რომელსაც ჯეიმს აპატურაი ვიზიტის ფარგლებში მართავს. დღესვე ჯეიმს აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან. აპატურაის ვიზიტის ძირითადი მიზანია ნატო-ს უელსის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მაია ფანჯიკიძე და ჯეიმს აპატურაი მედიისთვის კომენტარს გააკეთებენ.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს 10 ივლისს დატოვებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია