დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 48-ე სხდომა გაიმართა
ავტორი:
2014/მაისი/05 23:00:02
სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერიაში", ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით, დღეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 48-ე სხდომა გაიმართა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებას ამ პროცესში ჩართული სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სხდომის დღის წესრიგი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა, როგორიცაა 10-11 ივლისს ბათუმში დაგეგმილი 11-ე საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა"; ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მდგომარეობა; საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორცილების მდგომარეობა; საქართველოს შესახებ საინვესტიციო კონფერენცია და საქართველო-ევროკომისიის ერთობლივი კოლეგიის სხდომა; ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირის დახმარების 2014 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებები.
სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული, საგარეო დახმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემის შესახებ მოხსენებითაც წარსდგნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1100
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია