დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად რევაზ გაჩეჩილაძე დაინიშნა
ავტორი:
2014/ივლისი/07 21:30:02
საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას , რომლის თანახმად დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად რევაზ გაჩეჩილაძე დაინიშნა.
ადმინისტრაციის ცნობით, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე; სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოსა და სომხეთის რესპუბლიკაში. რევაზ გაჩეჩილაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ამავე უნივერსიტეტში. იყო მეცნეიერებათა აკადემიის სოციოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. დღემდე იგი ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია, ასევე სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) საპატიო უცხოელი წევრი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1116
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია