დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჩიორა თაქთაქიშვილი თეა წულუკიანის კომიტეტში მოსვლას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
ავტორი:
2014/აპრილი/01 15:30:02
პარლამენტში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოსვლა მხოლოდ პიარს უკავშირდება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მისი თმით, მაშინ როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა წამებები მიმდინარეობს, იუსტიციის მინისტრის მოსვლა მიზანშეწონილი არ არის
"დღეს ვხედავთ, რომ პატიმრების წამება მიმდინარეობს, ადამიანების უფლებები ირღვევა, უსმენენ უბრალო მოქალაქეებს, ამ ფონზე კი პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე თეა წულუკიანის მოსვლა მიზანშეწონილი არ არის. ის, რომ კომიტეტზე პიარი გაიკეთო არა მგონია, სწორი საქციელი იყოს", – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ელოდებიან, სადაც მინისტრი "2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე" პარლამენტის მიერ 2013 წლის 30 ივლისს მიღებულ დადგენილების შესახებ ისაუბრებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1081
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია