დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი – გიგი უგულავასთან დაკავშირებით ყველა სამართლებრივი პროცედურა დაირღვა
ავტორი:
2014/ივლისი/06 09:30:02
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გიგი უგულავასთან დაკავშირებით ყველა სამართლებრივი პროცედურა დაირღვა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2" -ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა, სასამართლომ, სანამ უგულავას დააპატიმრებდა, ორი დღით ადრე თქვა, რომ არ არსებობდა არც ერთი გარემოება მის დასაპატიმრებლად.
"მე იურისტი ვარ და ეს არის "ანი და ბანი" იურიდიული მეცნიერების, რომ ორი დღით ადრე, თუ ამ ბოლო 48 საათში არაფერი არ შეიცვალა, ერთი სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე, იმავე დონის სასამართლო ვერ გააუქმებს. ყველანაირი იურიდიული პროცედურის დარღვევა მოხდა. მაგრამ ეს ცალკე თემაა. უგულავა დაიჭირეს რაზე? მარნეულის საარჩევნო კომისიაში შევარდნაზე. მარნეულში საარჩევნო კომისიაში რომ ყალბდებოდა არჩევნები, ეს არის გადაღებული ვიდეოზე. ეს გამყალბებლები არა მხოლოდ არავის დაუჭერია, არც არავის დაუკითხავს. ის, რომ ამაზე მოახდინა რეაგირება უგულავამ, სასამართლომ გამოიტანა დაპატიმრების განაჩენი", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს გიგი უგულავა, მაგრამ მათაც, ვისაც არ მოსწონს, იციან, რომ მისი დაკავების საფუძველი არის თავიდან ბოლომდე ყალბი.
"ისინი უშვენებ იმას, რომ სიყალბით, ძალდატანებით და სიცრუით შეიძლება პოლიტიკური მიზნის მიღწევა. არც ერთი კარგი პოლიტიკური მიზანი არ მიიღწევა სიცრუით და სიყალბით. ვინც ამას იყენებს, ამთავრებს ძალიან ცუდად და ჩქარა 21-ე საუკუნეში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1159
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია