დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნიკა მელია- მზად ვართ, გაათმაგებული ენერგიით შევიდეთ 12 ივლისს არჩევნებზე, სადაც გამარჯვებას მოვიპოვებთ
ავტორი:
2014/ივლისი/05 15:00:02
ჩვენ მზად ვართ გაათმაგებული ენერგიით შევიდეთ 12 ივლისს იმ არჩევნებზე, სადაც იმდაგვარ გამარჯვებას მოვიპოვებთ, რომელსაც თავად ცენტრალური ხელისუფლება იზეიმებს , – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხდება ბევრისთვის დაუჯერებელია.
"ჩვენ უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში ვიხილეთ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ რაც შიეძლება მეტი ხელისშემშლელი და მეტი წინაღობა განახორციელოს მისი ოპონენტების, ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. სამწუხაროა, რომ არჩევნებამდე 7 დღით ადრე ისეთ პროცესებს აქვს ადგილი, რომელსაც ნორმალურ სახელმწიფოში არ უნდა ჰქონდეს", - განაცხადა მელიამ.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება, რომელიც 2012 წელს სხვა ლოზუნგებით მოვიდა, სულ სხვანაირად იქცევა.
"ხელისუფლება გადავიდა მუშტიკრივზე, სისხლის სამართლებრივ დევნაზე, დაპატიმრებაზე, ჩემი სარჩვნო შტაბის უფროსი არის დაკავებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, გაათმაგებული ენერგიით შევიდეთ 12 ივლისს იმ არჩევნებზე, სადაც გამარჯვებას მოვიპოვებთ, იმდაგვარ გამარჯვებას, რომელსაც თავად ცენტრალური ხელისუფლება იზეიმებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მომხრეები, ვისაც ხვალინდელი უკეთესი საქართველო უნდა, გამოცხადდეს არჩევნებზე", - აღნიშნა მელიამ.
12 ივლისს, თბილისში და რამდენიმე ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია დანიშნული.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 951
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია