დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/25 18:30:02
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ნიკოლ ბრიკი მიიღო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით , საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და საფრანგეთს შორის საერთაშორისო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იყო.
გიორგი მარგველაშვილმა და ნიკოლ ბრიკმა საქართველოსა და საფრანგეთის ლიდერებს შორის მომავალი შეხვედრაც განიხილეს, რომელიც ვილნიუსის სამიტის ფარგლებში გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ მხარესთან გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასა და ვილნიუსის სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრას "იმედის მომცემი" უწოდა.
საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. "საფრანგეთი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს იმ გზაზე, რომელიც ერთწლიან პერიოდს მოიცავს. ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ ურთიერთობას ქართულ მხარესთან, ამას მიანიშნებს ფრანგული კომპანიების ინტერესი იმ სფეროების მიმართ, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ვითარდება", -განაცხადა ნიკოლ ბრიკმა.
"ჩვენ ვისაუბრეთ იმ უაღრესად საინტერესო ერთ წელიწადზე, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება – ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ვგეგმავთ, რომ საფრანგეთის მხარესთან აქტიურად ვითანამშრომლოთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობაზეც გაამახვილა.
"ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ ურთიერთობას ქართულ მხარესთან, ამას მიანიშნებს ფრანგული კომპანიების ინტერესი იმ სფეროების მიმართ, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ვითარდება", -განაცხადა საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა.
შეხვედრას საფრანგეთის დელეგაციის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია