დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მეთიუ ბრაიზა - იყო ეს ანტიტერორისტული ოპერაცია? ამ შემთხვევაში დასაშვებია, თქვა ფრაზა "მე მინდა გვამი"
ავტორი:
2014/იანვარი/30 10:30:03
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ დღეს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოზე.
ბრაიზას შეფასება ასეთია - იყო ეს ანტიტერორისტული ოპერაცია? ამ შემთხვევაში დასაშვებია, რომ თქვა ფრაზა – "მე მინდა გვამი".
როგორც ბრაიზამ აღნიშნა, არ უნახავს ვიდეო გუშინ გავრცელებული და ამის შესახებ დღეს დილით ჟურნალისტებისგან შეიტყო. ბრაიზა მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს.
"არ მინახავს ვიდეო. დღეს დილით მითხრეს ამის თაობაზე. როგორც გავიგე, ჩატარდება გამოძიება, რაც მართებულია. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ დიპლომატიური განცხადების გაკეთებისას შინაარსი, კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია, რა სიტუაცია იყო და რა გარემო. იყო ეს ანტიტერორისტული ოპერაცია? ამ შემთხვევაში დასაშვებია თქვა ფრაზა – "მე მინდა გვამი". არ მინახავს ვიდეო და ის უნდა იყოს გამოძიებული", - აღნიშნა ბრაიზამ.
მეთიუ ბრაიზა საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოვიდა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან გეგმავს შეხვედრას.
ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.
"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.
მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.
შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა.
youtube-ზე ვიდეო გუშინ appolon osman-ის სახელით აიტვირთა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 926
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია