დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის დელეგაცია მიიღო
ავტორი:
2014/ივლისი/04 15:30:02
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის იუსტიციის მინისტრ პავლო პეტრენკოს ხელმძღვანელობით უკრაინის დელეგაცია მიიღო.
დელეგაციის ჩამოსვლის მიზანი საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესწავლა და გაზიარებაა. შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ერთმანეთს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცეს.
შეხვედრას ქართული მხრიდან პრეზიდენტის გარდა ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე.
უკრაინის ახალი მთავრობის წარმომადგენლები საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი მაქსიმ ბურბაკი და იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებელი პირები.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 957
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია