დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ქუმსიშვილმა უილბურ როსთან შეხვედრაზე საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარების საკითხი დააყენა
ავტორი:
2018/მაისი/23 08:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/qumsishvilirosi-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494560-dimitri-qumsishvilma-uilbur-rosthan-shekhvedraze-saqarthveloze-gamavali-satranzito-derefnis-ganvitharebis-sakithkhi-daayena.html", "headline": "დიმიტრი ქუმსიშვილმა უილბურ როსთან შეხვედრაზე საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარების ...", "datePublished": "2018-05-23 04:47:45", "dateModified": "2018-05-23 04:47:45", "description": "პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/qumsishvilirosi-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანთან უილბურ როსთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარებისა და ამ პროცესში ამერიკის სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის საკითხი დააყენა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე და იმ სატრანსპორტო დერეფნებზე (ტრასეკა; ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, იგივე შუა დერეფანი; ლაპის ლაზური; სპარსეთის ყურე - შავი ზღვა და სხვ.), რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

„აღინიშნა საქართველოს მთავრობის დიდი ძალისხმევა, რომელიც საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით ხორციელდება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ პროექტებზე, როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, რომელიც არსებული ტვირთბრუნვის გასამმაგების შესაძლებლობას იძლევა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და სხვ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკული კომპანიების - „კონტი ჯგუფისა“ და მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორი კომპანიის „SSA Marine“-ის მონაწილეობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გლობალურ პროექტში.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოს გავლით აზიიდან ევროკავშირის მიმართულებით ნავთობისა და ბუნებრივი აირის სატრანზიტო მიმართულებების განვითარებაზე“, - ნათქვამია პრესრელიზში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია