პროექტ "ღია მმართველობა - საქართველოს" ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხვალ ჟურნალისტებს შეხვდება.
შეხვედრაზე მინისტრი ბოლო 3 თვის განმავლობაში, საგარეო უწყების მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს. მათ შორის, საუბარი შეეხება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების არსებულ დინამიკას.
საგარეო საქმეთა მინისტრი "ღია მმართველობა - საქართველოს" ფარგლებში ჟურნალისტებს უკვე მეექვსედ ხვდება. პროექტი "ღია მმართველობა - საქართველო" საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომელიც ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობასა და ეფექტურობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
წყარო:
interpressnews.ge