დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოს წევრი ქვეყნების 50 პარლამენტარი დააკვირდება
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 14:08:02
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ქორთიარდ მარიოტში“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს რანკო კრივოკაპიჩს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე უსუფაშვილმა სტუმარს საპარლამენტო არჩევენების დროს ეუთოს მიერ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. უსუფაშვილის თქმით, ეუთოს მისიას საპრეზიდენტო არჩვენების სამართლიანად ჩატარებისთვისაც განსაკუთრებული წვლილი ექნება. როგორც უსუფაშვილი ამბობს, ეუთოს მანდატი დემოკრატიის მხარდაჭერით არ შემოიფარგლება და ის უსაფრთხოების საკითხებსაც ეხება. უსუფაშვილის შეფასებით, ეუთომ, როგორც ორგანიზაციამ 2008 წლის ომი აბსოლუტურად ადეკვატურად შეაფასა. „ეუთოს ყველა წევრი ქვეყანა, გარდა ერთისა, აღიარებს რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია . ამასთან ამ ერთი წევრი ქვეყნის გარდა, ეუთოს არცერთ წევრ ქვეყანას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა არ უღიარებია. შეხევდრაზე შევთანხმდით, რომ საპარლამენტო ასამბლეა ამ მიმართულებით ბევრს იმუშავებს“,-აღნიშნავს უსუფაშვილი. მისი თქმით, შეხვედრის ერთერთი თემა ორმხრივი თანამშრომლობაც იყო. როგორც უსუფაშვილი ამბობს, მონტენეგრო და საქართველო ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მტკიცედ დგანან. ამ მიმართულებით, საპარლამენტო თანამშრომლობა გაძლიერდება. რანკო კრივოკაპიჩის ინფორმაციით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა, რომელშიც ეუთოს წევრი ქვეყნებიდან 50-ზე მეტი პარლამენტარი იქნება გაერთიანებული . „ დელეგაციაში ბევრი ცნობილი პარლამენტარი იქნება, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც საქართველოში არჩევნებს უკვე აკვირდებოდნენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში არჩევნებს 9-ჯერ აკვირდებოდა. ის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებით ინტერესდება. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება და ის ევროსაბჭოს, ნატოს და სხვა მისიების სახელით გააკეთებს განცხადებას“,-აღნიშნავს კრივოკაპიჩი.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1184
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია