დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის გამგებლების არჩევა განსხვავებული წესით მოხდება
ავტორი:
2014/ივლისი/02 17:30:11
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან გამომდინარე, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებთან მიმართებით , გამგებლების არჩევის და გადაყენების განსხვავებული წესი იმოქმედებს.
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ მუნიციპალურ ერთეულებში გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა ვერ ხდება, მათ თანამდებობაზე აირჩევს და თანამდებობიდან გადააყანებს საკრებულო, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ამასთან, რადგან ისინი პირდაპირი წესით არჩეული ვერ იქნებიან, მათზე არც საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადების წესი გავრცელდება.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრომ მოამზადა.
პროექტით ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის გამგებლად შეიძლება აირჩეს საკრებულოს წევრი. საკრებულოს წევრის გამგებლად არჩევა მისთვის უფლებამოსილების შეჩერების და არა შეწყვეტის საფუძველი იქნება.
ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად არიან შექმნილი, უფლებამოსილებას აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე ახორციელებენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია