დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია გაჩეჩილაძე - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ახალგაზრდა კაცის ემოციური განცხადება იყო, რომელმაც პირად შეურაცხყოფად მიიღო, რაც გედევან ფოფხაძემ თქვა
ავტორი:
2018/აპრილი/11 12:00:01
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/gachechiladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487430-gia-gachechiladze-parlamentis-thavmjdomaris-ganckhadeba-akhalgazrda-kacis-emociuri-ganckhadeba-iyo-romelmac-pirad-sheurackhyofad-miigho-rac-gedevan-fofkhadzem-thqva.html", "headline": "გია გაჩეჩილაძე - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ახალგაზრდა კაცის ემოციური განცხადება იყო, რომელ...", "datePublished": "2018-04-11 08:08:08", "dateModified": "2018-04-11 08:08:08", "description": "უმრავლესობაში ყველაფერი დალაგდება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/gachechiladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უმრავლესობაში ყველაფერი დალაგდება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე აცხადებს.

გაჩეჩილაძის აზრით, საპარლამენტო უმრავლესობა არ დაიშლება და „თუკი მოხდა სასწაული და ასეთი პროცესი დაიწყო, ის უმრავლესობიდან სულ ბოლო გავა“.

„პარტია „ქართულ ოცნებაში“ გუშინ გამართული შეხვედრა კონფიდენციალური იყო და ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. საუბარი შეეხო ყველაფერს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დალაგდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ ის საუბარი, რომელიც გუშინ შედგა. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება ახალგაზრდა კაცის ემოციური განცხადება იყო, რომელმაც პირად შეურაცხყოფად მიიღო ის, რაც გედევან ფოფხაძემ განაცხადა. ამ ყველაფრის მიუხედავად, უმრავლესობის სიმტკიცე და ერთიანობა პირველ რიგში აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. მით უფრო იმ ფონზე, რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო ხდება“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პრემიერ–მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი, უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების თავმჯდომარეები და უმრავლესობის ვიცე–სპიკერები მონაწილეობდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 488
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია