დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკის ექსპერტებს ხვდება
ავტორი:
2014/ივლისი/02 13:30:02
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკის ექსპერტებს ხვდება. შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი ასოცირების შეთანხმება, კერძოდ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობაა.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ განუცხადა, ასოცირების შეთანხმება ძალიან კარგი სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.
"ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, ადვილი პროცესი. ამ პროცესი ყველა დეტალის გათვალისწინება მთავრობას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ხელისუფლებას მოუწევს, რათა რაც შეიძლება მეტი განათლება, შესაძლებლობა მისცენ ფერმერებსა თუ ბიზნესმენებს, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია მართლაც მოხვდეს ევროკავშირის ქვეყნების დახლებზე. ამ მიმართულებით ჩვენს ორგანზიაციას აქვს არაერთი კვლევა მომზადებული, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტული პროდუქტების გამოსაკვეთად და ვფიქრობთ, რომ გავუზიარებთ ჩვენს რეკომენდაციებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას", - განაცხადა ევგენიძემ.
შეხვედრას ესწრებიან ლევან კალანდაძე, ემზარ ჯგერენაია, დემურ გიორხელიძე, მერაბ კაკულია, სანდრო თვალჭრელიძე, რომან გოცირიძე და სხვა ექსპერტები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია