დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კარლ ბილდტი - საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის
ავტორი:
2014/ივნისი/30 19:30:02
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვან, იმედისმომცემ ეტაპზე გადადის, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მინდოდა, ჩამოვსულიყავი სწორედ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება უზარმაზარი სამუშაოს ჩატარების შედეგია. მთელი რიგი გამოწვევების შედეგად, ჩვენ უკვე მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა გადადის უფრო მნიშვნელოვან, იმედისმომცემ ეტაპზე", - აღნიშნა ბილდტმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავარია, ხელშეკრულება შესრულდეს და მხოლოდ ქაღალდად არ დარჩეს. "დამერწმუნეთ, ბევრი ასეთი ხელშეკრულება არსებობს, მაგრამ აქ საკითხი ეხება შესრულების პროცედურების სამუშაოების ჩატარებას, რაც არის ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზაციის გაგრძელება ევროპული მიმართულებით. რა თქმა უნდა, გამოწვევები, პრობლემები, როგორც ყოველთვის, იქნება ცხოვრებაში, მაგრამ იგი ხსნის ძალიან სერიოზულ პერსპექტივებს, მომავალში უფრო ფართო ეკონომიკური განვითარებისთვის", - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1055
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია